Archive | October 26, 2011

Umbilical Brothers…

იქნებ ისწავლონ ქართველმა პანტონიმის მსახიობებმა რომ, მარტო ტირილი არ შეიძლება! 🙂 გაგრძელებაში კიდევ ვიდეოები… Continue reading

ლიკა ქავჟარაძე დღეს 52 წლის გახდა

droni.ge
19:18 26.10.2011

ლიკა ქავჟარაძე დღეს 52 წლის გახდა. 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში, ულამაზესი ქართველი მსახიობი ქალბატონი, ლიკა ქავჟარაძე დაიბადა. მისი მონაწილეობით ქართულ კინემატოგრაფიაში არსებული ფილმებიდან ყველაზე ცნობილია “ნატვრის ხე”, ასევე მისი მონაწილეობით ქართული მხატვრული ფილმები: მხოლოდ ერთხელ (1994), ჩაკლული სული (ნატო წერეთელი) (1994), ოქროს ობობა (ელა) (1992), სპირალი (ლია რამიშვილი) (1990) და ა.შ.

მსახიობობამდე ლიკა ქავჟარაძემ 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. ჰყავს ერთი ვაჟი – ლევან თაქთაქიშვილი (პირველი ქორწინებიდან)… Continue reading

ბერა: “კაცობა არ გყოფნით, ვინც ჩემზე ბაზრობთ, ერთი-ერთზე გამოდით…”

newsline.ge
03:08 24.10.2011

ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოლიტიკური შინაარსის მორიგი სიმღერა “ვერავინ ვერასდროს ვერსად” გაავრცელა.

„გმირად არ იბადები, გმირი უნდა გახდე… ყველაზე რთულ დროს გმირად უნდა დარჩე. .. ვერც ერთი ვერ მგავს, არ ვგავარ არცერთს… რეკორდების მოსახსნელად არ ავიღებ „აიპედს“… მიირთვით ჰალსტუხების ასორტი. ქართველი ვარ, არ მჭირდება პასპორტი… მპასუხობთ გაზეთიდან, კაცობა არ გყოფნით, ვინც ჩემზე ბაზრობს, ერთი ერთზე გამოდით“-მღერის ბერა.

სიმღერაში ბერა გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესაც მიმართავს – „არ ვიცოდი ვინ იყავი, მოგისმინე, გავიქეცი, გოგა, გთხოვ, დროზე წვიმად გადაიქეცი“.

შეგახსნებთ, რომ სოციალურ ქსელში გოგა ხაჩიძე ბერა გააკრიტიკა და მასთან მიმართებაში ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა „აგრესიული ჩლიფინა რეპი“.

მოგვიანებით კი მინისტრმა ხაჩიძემ აღიარა, რომ ბერას კრიტიკისას გადააჭარბა.