Archive | October 17, 2011

მესი Castrol-ის ვერსიით სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელია

ლიონელ მესი Castrol EDGE Rankings-ის ვერსიით სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

აღნიშნული ორგანიზაცია ფეხბურთელების სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს და მათ საფუძველზე რეიტინგებს ადგენს. ორგანიზაციამ სექტემბრის თვეში საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი აღიარა.

არგენტინელი ფეხბურთელის შემდეგ სარეიტინგო ცხრილში მარიო გომესი და კრიშტიანო რონალდო იმყოფებიან. მეკარეებს შორის სექტემბერში საუკეთესო “მალაგას” გოლკიპერი პაბლო კაბალიერო აღმოჩნდა.

რეიტინგის ათეულში ასევე შევიდნენ: ქარიმ ბენზემა (“რეალი”), რობინ ვან პერსი (“არსენალი”), პიკე (“ბარსელონა”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), დავიდ ვილია (“ბარსელონა”), ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”), ერიკ აბიდალი (“ბარსელონა”).

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მხოლოდ 3 დღით “არაი”-ში კორეული LG-ს ტელევიზორები ნახევარ ფასად იყიდება

საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “არაი თუმოროუ” 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე კომპანიამ საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია და მოსახლეობისათვის ცნობილი გახდა როგორც მაღალი ხარისხის საოჯახო ტექნიკის შეძენის ადგილი… Continue reading

ფაჩულიამ თერთმეტით გახსნა

ზაზა ფაჩულიამ თურქეთის პირველობაზე 2003 წლის შემდეგ პირველი მატჩი შაბათს გამართა და “გალათასარაის” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა: 18 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ფაჩულია თურქეთიდან ამერიკაში წასვლამდეც მე-13 ნომრით თამაშობდა და წლეულსაც ზურგზე 13 დაიწერა.

ჩემპიონატის გახსნით მატჩში 10-ქულიან ზღვარს ხუთი სტამბოლელი ასცდა, რომელთა შორის ყველაზე მეტი ლიტველმა დარიუს სონგაილამ ჩააგდო – 19.
“ოლინ ერდინეს” ვერც საკუთარი გულშემატკივარი დაეხმარა ევროლიგის წარმომადგენელი “გალათასარაის” დამარცხებაში. ზაზას გუნდმა დამაჯერებლად მოიგო – 98:71.
“გალას” მომდევნო თამაში ევროლიგაზე ელის- პოლონეთს ეწვევა, სადაც 19 ოქტომბერს “პროკომს” დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

პროფკავშირები “ჰერკულესის” თანამშრომელთა სამართლებრივი უფლებების დაცვის გეგმებზე ხვალ ისაუბრებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საწარმო “ჰერკულესში” დასაქმებულთა შრომითი სამართლებრივი უფლებების დაცვის გეგმებზე ხვალ ისაუბრებს .
როგორც “ინტერპრესნიუსს” პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ირაკლი პეტრიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულ ქუთაისის მეტალურგიული საწარმო “ჰერკულესი”-ს პროფკავშირულ ლიდერებთან ერთად ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. ისინი იმ ღონისძიებებზე ისაუბრებენ, რომელიც პროფკავშირებს აქვს განსაზღვრული საწარმო “ჰერკულესში” დასაქმებულთა შრომითი სამართლებრივი უფლებების დაცვისა და პროფკავშირული საქმიანობის გააქტიურების მიზნით.
ირაკლი პეტრიაშვილი ისაუბრებს ასევე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დეტალებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოხატულ დახმარების პროგრამაზე, ქვეყნაში დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა დაცვისა და საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის შემდგომი გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოში სექტემბერში 101 417 800 აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა

საქართველოში სექტემბერში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 101 417 800 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19,5%-ით მეტია .
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 9 479 700 აშშ დოლარით გაიზარდა და 59 036 000 აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის სექტემბერში საბერძნეთიდან 7 837 500 აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2 516 100 აშშ დოლარით მეტია.
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობით მესამე ადგილზე იტალიაა, საიდანაც საქართველოში გასულ თვეში 6 543 000 აშშ დოლარი შემოვიდა.