Archive | October 16, 2011

როგორ ამტკიცებენ “Texas Armoring Corporation”–ის თანამშრომლები მათი პროდუქციის ხარისხს?!

“Texas Armoring Corporation” ის უფროსმა და მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ეჩვენებინათ მათი პროდუქტის 100% ხარისხი… პირადად მე დამარწმუნეს! კიდევ რამოდენიმე ვიდეო გაგრძელებაში… Continue reading

მოქმედმა ჩემპიონმა თასის მფლობელი დაამარცხა

 10:33 16-10-2011

  “ზესტაფონი”-“გაგრა” 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 დვალი (10), 2:0 გრიგალაშვილი (25), 3:0, 4:1 გელაშვილი (80, 86), 3:1 შარიქაძე (84),
გაფრთხილებები: ტყეშელაშვილი
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი

ზესტაფონი: კვასხვაძე, ბენაშვილი, ონიანი, საჯაია, ელიავა, გორგიაშვილი (ძარია 78), გრიგალაშვილი, აფციაური, სარდალიშვილი (ფიფია 66), წინამძღვრიშვილი, დვალი (გელაშვილი 59).
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი… Continue reading

შენგელიას გუნდმა მორიგი გამარჯვება იზეიმა

 11:03 16-10-2011
 თორნიკე შენგელიას გუნდმა ბელგიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქალაქ შარლერუას გუნდმა “ბელგაკომმა” სტუმრად “დექსია მონსი” დამაჯერებლად – 89:77 დაამარცხა და ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება…
20 წლის ქართველმა ფორვარდმა 20 წუთს ითამაშა და მისი მონაგარი მოკრძალებული იყო. შენგელიამ თამაში კვლავინდებურად ხუთეულში დაიწყო და 4 ორქულიანი ცდიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა. თორნიკე შედეგიანი იყო ფარქვეშ და საბოლოოდ 7 მოხსნა მოაგროვა. მოედანზე მყოფთაგან მასზე მეტი, 8 მოხსნა, მხოლოდ შარლერუელთა ფრანგ ლეგიონერ დემონ მალეს ჰქონდა.”ბელგაკომის” წევრთაგან ერთბაშად წქვსმა კალათბურთელმა უწია ათქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა კალებ გრინს ჰქონდა.რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ 19 ქულით რონელ ტეილორმა ულიდერა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში, 22 ოქტომბერს “ოკაპი ოლსტარს” უმასპინძლებს.

gbf.ge

სირაძემ შესაძლოა “სპარტაკი” დატოვოს

12:47 16-10-2011

ნალჩიკის “სპარტაკის” ქართველმა ლეგიოენერმა დავით სირაძემ შესაძლოა გუნდი შემოდგომაზე დატოვოს….

სირაძის კონტრაქტი “სპარტაკთან” მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოქმედებს და დღემდე მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე არ ულაპარაკიათ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი ნალჩიკის კლუბში 2008 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში სირაძემ 19 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

შოთა გრიგალაშვილი: ნაკრებში ადაპტაცია ბოლომდე ჯერ არ გამივლია

17:06 15-10-2011

საქართველო-საბერძნეთის მატჩის 18-კაციან განაცხადში ქართულ კლუბებში მოთამაშე მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა – “ზესტაფონის” წევრები შოთა გრიგალაშვილი და როინ კვასხვაძე. მათგან მხოლოდ გრიგალაშვილმა ითამაშა და ამ მატჩსა და სხვა თემებზე სწორედ მას ესაუბრა ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”… Continue reading

ავსტრალია- ახალი ზელანდია 6:20

 14:19 16-10-2011

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ავსტრალიის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 20:6 დაამარცხა…. Continue reading

ნიკა გილაური კანადაში გაემგზავრა

14:44 16-10-2011

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კანადაში გაემგზავრა. როგორც “ინტერპრესნიუსს” მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს… Continue reading