საქართველოს ფლორა და ფაუნა

საქართველოს ფლორა და ფაუნა …შედით სრულიადში და დარწმუნდებით თუ რა მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ…დარწმუნებული ვარ ამდენი მასალა ერთად არსად არ გექნებათ ნანახი…

საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 -წყალმცენარეებს.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

 

user posted image

user posted image

 
user posted image
user posted image
user posted imageსამეფო გვიმრა-osmunda regalis
არის მრავალწლოვანი ბალახოვანი გვიმრა. იყენებენ,როგორც დეკორატიულ მცენარეს. მნიშვნელობა აქვს,როგორც რელიქტს.
გვხვდება აფხაზეთში(გალის რაიონი),აჭარასა(ქობულეთთან) და გურიაში (პალიასტომის ტბასთან).
იზრდება ტორფიან ჭაობებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში,მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში-მურყნარში.
მრავლდება სპორებით.
user posted image
user posted image
მყრალი ღვია-juniperus foetidissima
მარადმწვანე ხე ან ბუჩქია.
როგორც ძალინ მაგარი მაგარი მერქნის მქონე და დეკორატიული მცენარე,გამოიყენება მშრალი ფერდობების გასამწვანებლად. მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისთვის.
გვხვდება ქართლში(მცხეთისა და თბილისის მიდამოები),თრიალეთში(მანგლისის მიდამოები) და შირაქში.
იზრდება კლდოვან და ქვიშიან,მშრალ თიხნარ ფერდობებზე,მთის ქვედა და შუა სარტყელში.
გვხვდება ერთეულებად,ზოგჯერ ქმნის მეჩხერ ტყეს საკმლის ხესთან,ქართულ მუხასთან,ბერყენისა და ღვიის სხვა სახეობებთან.
მრავლდება თესლით. გირჩები მწიფდება მეორე წელს,ცვივა მესამე წელს.
ჭრიან მაგარი მერქნის გამო. დაცულია ვაშლოვანის ნაკრძალში. შესულია “წითელ წიგნში”.
user posted image
ზოლებიანი აფთარი-hyaenea hyaena
საქართველოში გავრცელებულია ივრის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში. ადრე ზოლებიანი აფთარი თბილისამდე ყოფილა გავრცელებული. 1982 წელს კიდე,ერთეულების სახით ყოფილა შემორჩენილი წითელწყაროს რაიონში,ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში.
არის უდაბნოებისა და ნახევრადუდაბნოების ტყე-ბუჩქნარების მობინადრეა. უპირატესობას აძლევს დაუსახლებელ მყუდრო კლდიან ღელეებს, სადაც ტყე-ბუჩქნარი დახრამი ერთმანეთშია არეული და გამოქვაბულებს ქმნის, რასაც აფთარი თავშესაფრად იყენებს.
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში. მძუნაობა ეწყება გვიან შემოდგომასა დაზამთარში.მაკეობის ხანგრძლივობა 90-94 დღემდე გრძელდება. შობს 2-4 თვალაუხელელ ლეკვს,რომლებიც თვალებს 10-15 დღის შემდეგ ახელენ. ლაქტაცია 3 თვემდე გრძელდება.
user posted imageuser posted imageuser posted image
ელდარი ფიჭვი-pinus eldarica
12-15მ-ის სიმაღლე მარადმწვანე მცენარეა. არის ამერკავკასიის იშვიათი რელიქტური ენდემი,საყურადღებოა,როგორც დეკორატიული მცენარე მშრალი ფერდობების გასამწვანებლად.გავრცელებულია ელდარის ველის დასავლეთ ნაწილში,ელიაროუღის ქედზე,მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს,აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვერზე.
იზრდება მშრალ,კლდოვან, ქვიშათიხოვან ფილაქვებზე 450-600 მ. სიმაღლემდე ზღვის დონიდან ნათელი ტყის სხვა ელემენტებტან ერთად.
400 ჰექტარამდე ფართობზე ქმნის მეჩხერ კორომებს.ხასიათდება ძალიან ნელი ზრდით. განახლება თითქმის არ ხდება.
მრავლდება თესლით.გირჩებს იკეთებს მე-8-11 წლიდან,რომლებიც მწიფდება მე-2 წელს და ცვივა მე-4 წელს.
შეტანილია “წითელ წიგნში”.
user posted imageuser posted image
ბიჭვინთის ფიჭვი-pinus pithyusa20-35 მ სიმაღლის მარადმწვანე ხეა.
არის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ერთ-ერთი უძველესი რელიქტური ენდემი. აქვს მაღალი ხარისხის მერქანი და არის კარგი დეკორატიული მცენარე მშრალი ფერდობების გასამწვანებლად.
გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ვიწრო ზოლად ანაპიდან მიუსერამდე.
იზრდება კირქვიან-კლდოვან ფერდობებსა და ზღვისპირა ქვიშიან ადგილებზე 300-400 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან,უფრო მეტად ქართულ მუხასთან და რცხილასთან ერთად. გვხვდება სპორადულად პატარა დაჯგუფებების ან ერთეული ხეების სახით. ზოგან ქმნის წმინდა კორომებას. მათგან აღსანიშნავია ბიჭვინთის კორომი,რომელსაც 280 ჰექტარი უკავია. user.gif
მრავლდება თესლით. გირჩებს ივითარებს ბუნებაში 15-20 წლიდან,ნარგავში-30-40 წლიდან. გირჩები მწიფდება მეორე წლის ბოლოს და მესამე წელს,იხსნება და ცვივა მეოთხე წელს.
ესეც “წითელი წიგნიდანაა”.
user posted imageჯიქი-felis pardus
ცხოველი,რომელიც იმედი მაქვს,ისევ ცხოვრობს საქართველოში love.gifწარსულში საქართველოში ჯიქი ფართოდ ყოფილა გავრცელებული და მთავარი კავკასიონის ქედია ტყეებში, ბორჯომის ხეობაში,ქართლ-იმერეთისა და გურია-აჭარის ქედების ტყეებში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ,როგორც მახსოვს,ჯიქი ვაშლოვანის ნაკრძალში გადაიღო ფოტოხაფანგმა და იმედი მაქვს,რომ არსად წასულა და ისევ იქ არის.
ძირითადად ცხოვრობს მარალი მტის ტყის მასივებში და სუბალპურ ბალახნარებში.
სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მძუნაობს ზამთარში. მაკეობა გრძელდება 3 თვე. შობს 1-2 ნაშიერს. ცოცხლობს 25 წელს.
user posted imageuser posted image
ურთხელი,უთხოვარი-taxus baccta20-25 მ სიმაღლის მარადმწვანე ხეა.
არის მესამეული ფლორის რელიქტი.აქვს მაღალი ხარისხის მაგარი მერქანი და გამოიყენება,როგორც დეკორატიული მცენარე.
გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა ტყიან რაიონში.იზრდება დაჩრდილულ ტენიან ადგილებში,უმთავრესად წიფლნარებში 1500-1800 მ-მდე ზღვის დონიდან. იზრდება პატარა ჯგუფების ან ერთეული ხეების სახით. იშვიათად ქმნის კორომებს. მათგან აღსანიშნავია ბაწარას ხეობის(კახეთი) კორომი,რომელსაც 800 ჰექტარი უკავია და მტირალასა და ნამწვავის ხევის უთხოვარიანები აჭარაში.
მრავდება თესლით.თესლს იძლევა გვიან 20-30,ხოლო დაბურულ ტყეებში 70-120 წლიდან. აღმონაცენი და საერთოდ მცენარე ძალიან ნელა იზრდება
.ყოფილა თაფლოვანი მცენარე!
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
Delphinus delphis (რუსულად белобочка )ვეშაპისებრთა რიგის 3 წარმომადგენელი გვხვდება შავ ზღვაში ესენია აფალინი, ზღვის ღორი დელფინი ჩვეულებრივი იგივე Delphinus delphis . ყველაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მაინც ეს უკანასკნელი გვხვდება მისი სიგრძე 2, 4 მ აღწევს ხოლო წონა 60 დან 75 კგ მერყეობს. გავრცელებულია ზომიერი კლიმატის მქონე წყლებში, ნადირობენ და ცხოვრობენ ჯგუფურად ქმნიან სოციალურად რთულ კავშირებს რაც დამახასიათებელია ზოგადად ვეშაპისებრთა ოჯახისთვის ნადირობენ ზირითადად თევზე რაციონში სედის კიბოსმაგვარი და ფეხსახსრიანებიც. პატარა დელფინის დაბადება 2 საატამდე გრზელდება დედა ამ დროს ზედაპირტან ახლოს იმყოფება და პატარას დაბადებისტანავე მას ეხმარება პირველი ჰაერის
ჩასუნთქვაში. პატარა დედასტან 3 წელი რჩება აქედან 1 წელი დედის რზით იკვებება.
გასული საუკუნის 90 წლებში 2-3 ჯერ მინახავს მათი მიგრაცია და უნდა ვთქვა ეს რაღაც განსაკუთრებულია როცა კილომეტრის და შეიძლება უფრო მეტ ფართობზე ჩანს ათასობით დელფინი რომელიც ორგანიზებულად მიემართებიან ერთი მიმართულებით, ეს ცხოველები ჩვეულებრივ ნაპირიდან მოშორებით არჩევენ ნადირობას და გამრავლებას მაგრამ ამ ბოლო 10 წლის მანძილზე თითქმის აღარ მინახავს რაც მაფიქრებინებს რომ ულიმიტო თევზჭერამ (და ხშირად ლიცენზიები თურქულ გემებზეც გაიცემა) თავისი საქმე გააკეთა.
user posted imageuser posted image
ქართული ნეკერჩხალი-acer ibericum
12-15მ-მდე სიმაღლის ხეა. გავრცელებულია აღმ. საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. არის არიდული მეჩხერი ტყეებისა და მშრალი მუხნარების კომპონენტი. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში,ქვიან ფერდობზე. გვხვდება ერთეულად და ჯგუფების სახით. მრავლდება თესლით. უკონტროლო ჭრის გამო მისი რიცხოვნება საკმაოდ შემცირებულია.
user posted image
წითელმუცელა ბოლოცეცხლა-phoenicurus erythrogaster
საქართველოში ბინადრობს კავკასიონსა და მსთან დაკავშირებულ მთათა კალთებზე.ვერტიკალურად აღწევს 3000-4000 მ-ს ზღვის დონიდან.
ცხოვრობს ალპურ მდელოებზე,მაღალმთის ვიწრო,ღრმა,ბნელ ხეობებში,ხრამებში,მსხვილ ქვაყრილებზე.
ბუდეს იკეთებს კლდეთა ნაპრალებსა და მიწაზე ქვებს შუა. მაისში დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 2 კვირამდე. კრუხობს მეტწილად დედალი.მამალი იშვიათად ენაცვლება.
user posted image
user posted image
კავკასიური ჯიხვი
ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს. დიდი კავკასიონის ენდემია. ჯიხვების სისტემატიკა დღემდე დამუშავებული არ არის, ამ საკითხში მეცნიერთა აზრთა სხვაობაა. უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ არსებობს ჯიხვის ერთი პოლიმორფული სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია მორფოლოგიურად განსხვავებული სამი ფორმა: 1) დასავლეთკავკასიური ჯიხვი, 2) ცენტრალურკავკასიური ჯიხვი, 3) აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი.
აღწერილობა: ჯიხვის ყველა ფორმისათვის დამახასიათებელია მსხვილი, მასიური, რამდენამდე წაგრძელებული სხეული, შედარებით პატარა თავი და ძლიერი კისერი. სხეული ეყრდნობა დაბალ მსხვილ ფეხებს. მოზრდილი მამრის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია , ვიდრე ხარჯიხვისა. ყველაზე უფრო დამახასიათებელია რქების აგებულების თავისებურობა. რქები აქვთ როგორც მამრებს, ისე მდედრებს, მაგრამ მამრებს ისინი 3-ჯერ მსხვილი და მასიური აქვთ.
ცხოვრების ნირი: ალპური ზონის ტიპიური ბინადარია. მისი საზაფხულო ადგილსამყოფელებია ალპური მდელოები, თოვლითა და ყინულით დაფარული ადგილები, ციცაბო კლდოვანი ფერდობები. ზამთრობით ჯიხვები ინაცვლებენ ადგილს სუბალპური მეჩხერი ტყის ზონაში, ხევების ციცაბო კლდოვან ფერდობებზე. ჯიხვების ნაწილი რჩება საზამთროდ ალპურ ზონაში და ზამთარს ატარებს თოვლიანი საფარისაგან თავისუფალ უბნებზე. ჯიხვების დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვი ძირითადად იკვებება ბალახით, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს, ჯიხვის საკვებს შეადგენენ 100 სახეობაზე მეტი მცენარე. ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი “საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.ჯიხვების ატეხილობა იწყება ნოემბრის მეორე ნახევარში და თითქმის იანვრამდე გრძელდება. მასობრივი დოლი მიმდინარეობს მაისში. ნეზვი მეტწილად შობს ერთ ციკანს, ზოგჯერ ორს. ახალშობილი ციკანი რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში.
user posted image
user posted image
გარეული ინდაური ძალიან გავს შინაურ ინდაურს. შემოდგომაზე ბევრისგან გამიგია რომ ბახმაროს მთებში ხვდება ხალხს. ნუთუ ესეთი იდიოტეია არიან როჭოს და ინდაურს ვერ არჩევენ. მე ლიჩნად არ მინახია და ვერც წარმომიდგენია რომ ინდაური ჩვენთან იყოს.
user posted imageდიდი კოჭობა.გავრცელებულია ძირითადად კავკასიონის მაღალმთიანეთში (ყაზბეგის,დუშეთის ბარისახოს მიდამოები)
დიდი კოჭობა ბინადრობს ალპურ მდელობზე,როდოდენდრონის სარტყლის ზემოთ.დიდ თოვლობისას პატარა გუნდებად ჩამოდის ანანურამდე.
ბუდეს იკეთებს აპრილში,კლდეების ნაპრალებში,ან ბუჩქის ქვედა ტოტებზე.დებს 3-4კვერცხს,ინკუბაცია გრძელდება ორ კვირაზე ცოტა მეტ ხანს.ბუდობს წყვილებად ან მცირე რიცხოვანი კოლონიების სახით.
user posted image
ულვაშა წიწკანა-panurus biarmicusრიგი-ბეღურასნაირები
ოჯახი-თოხიტარასებრნისაქართველოში აღნიშნულია ლისის ტბაზე, წითელწყაროს რაიონში, მდ. მტკვრის დაჭაობებულ ადგილებში-კარსნისხევთან, თბილისიდან რუსთავისკენ მიმავალ გზაზე.
ბინადრობს ლერწამ-ლელქაშში,მდინარეებისა და ტბების თხელ,დაწაობებულ ადგილებში.
ბუდეს იკეთებს ლერწმის ძირში. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დებს 5-7 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 15-16 დღე-ღამე. დედალ-მამალი კრუხობს მორიგეობით.
საქართველოში ადგილსამყოფელის ადამიანის მიერ სამეუნეო საქმიანობის გამო განადგურების მიზეზით მათი რიცხოვნება ძალიან შემცირებულია და შეტანილია “წითელ წიგნში”
user posted image
მოკლეთითა მგლინავა-certhia brachydactylaგავრცელაბულია დასავლეთ საქართველოში.
ცხოვრობს ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში. ბუდეს იკეთებს ფუღუროში.ხის სქელი ქერქის ქვეშ ან შენობების ნაპრალებში. კვერცხს დებს ორჯერ-აპრილსა და ივლისში. თითო ჯერზე დებს 6-8 კვერცხს. ინკუბაციის ხანგრძლივობაა 15 დღე-ღამე. კრუხობს მარტო დედალი.
user posted image
user posted image
გულწითელა-Erithacus rubecula
როგორც წესი ცხოვრობს მიწაზე, ბუჩქებში, სქელ ბალახებში. გადაადგილდება ნახტომებით. ადამიანის არ ეშინიათ და თუ არ მოძრაობსეს უკანასკნელი,შეიძლება საკმაოდ ახლოს მივიდეს მასთან. არიან გადამფრენი ფრინველები,მაგრამ სამშობლოში ერთ-ერთი პირველები ბრუნდებიან.
მამრები დილით ადრე იწყებენ სიმღერას შავ შასვებთან ერთად. საღამოს შებინდებისას გალობენ.
მიწის ჩაღრმავებაში მდედრი აკეთებს ბუდეს ფოთლებისა და ბალახისგან. დებს 5-7 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 13-14 დღე.
მიირთმევენ მიწაში ნაპოვნ მწერებს, ჭიაყელებს, ლოკოკინებს, შემოდგომაზე კი ამ ყველაფერს მწიფე კენკრასაც უმატებენ.
user posted image
ლათინურად Phoenicurus_phoenicurus ქვია.ქართულად-არ ვიცი. ეს მამრი ყოფილა.
user posted image
არქტიკული სუხსური- Gavia arctica (ჰო,ერთგან ნათარგმნია,როგორც შავყელა ღორიხვა. რომელია სწორი,არ ვიცი!).
ესეც მარტო იზამთრებს.user posted image
დიდი კოკონა-Podiceps cristatus.
user posted image
ობობა,რომლი სახელსაც ვკითხულობდი. Daddy_long-legs_spider ინგლისურადო,მაგრამ ქართულად?
user posted image
ჩემი ღამის კოშმარი -Segestria florentina
user posted image
რუხლოყება კოკონა-Podiceps grisegena Серощёкая поганка
user posted imageწითელყელიანი კოკონა-Podiceps auritus
user posted image
შავყელა კოკონა- Podiceps nigricollis
user posted image
შავი ყვავი- Corvus corone
სხეულის აგებულებით ჰგავს ჩვეულებრივ ყვავს, მაგრამ მასთან შედარებით უფრო პატარაა. იწონის 460-დან 690 გ-მდე. დაფარულია შავი ბუმბულით ლითონისებური ცისფერი და მეწამული მბზინვარებით. გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, შუა, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
სახლობს ტყის პირებზე, ბაღებში, ჭალებში, მდინარის დაბლობებზე, იშვიათად კლდეებსა და კლდიან სანაპიროებზე. არის ნაწილობრივ მობინადრე, ნაწილობრივ კი- გადამფრენი ფრინველი. ბუდობის ადგილებიდან ფრინველების, უმეტესად ახალგაზრდების ნაწილი მიფრინავს სამხრეთისკენ. მათ ადგილს კი სხვა ყვავები იჭერენ უფრო ჩრდილოეთი რაიონებიდან. ზამთარში ყვავები ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს მიდიან, სადაც უფრო ადვილად შოულობენ საკვებს.
ბუდობას საკმაოდ ადრე იწყებენ. ბუდეს აგებენ ხის გამხმარი ტოტებისგან და ამოფენენ ბალახით, ბუბულით, ჩვრებით და ა. შ. ბუდეს წყვილი ერთად აშენებს. მარტის დასაწყისში იწყებენ კვერცხის დადებს. ჩვეულებრივ, დებს 4-5 ცალ ღია მწვანე, მომწვანო- მოცისფრო ან მწვანე კვერცხს მუქი ლაქებითა და წინწკლებით. ძირითადად კრუხობს მდედრი 17-20 დღე. გამოჩეკის მერე საკვები მოაქვს მარტო მამრს. შემდეგ-ორივეს ერთად. დაახლობით 4 კვირის ასაკში პატარა ყვავები ტოვებენ ბუდეს. 5 კვირის ასაკში იწყებენ ფრენას.
ყვავი ყველაფრისმჭამელი ფრინველია. ჭამს სხვადასხვა უხერხემლოებს(ხოჭოებს, სწორფრთიანებს, ჭიანჭველებს, მოლუსკებს). აგრეთვე, მღრღნელებს,
ბარტყებს, კვერცხებს, ხვლიკებს, ბაყაყებს, თევზებს, ახალგახრდა შინაურ ფრინველებს. მცენარეებიდან ჭამს მარცვლოვნების თესლს, ნაძვის თესლს და ა.შ. რაციონი იცვლება წლის დროის მიხედვით.
user posted image
ჭილყვავი-Corvus_frugilegus
რიგი-Passeriformes -ბეღურასნაირები
ოჯახი-Corvidae-ყორნისებრნი
გვარი-Corvus-ყვავებიმისი სხეულის სიგრძე 46 სმ-ს აღწევს. დაფარულია შავი, ლუტჯი ლითონისებრი ბზინვარების ბუმბულით. აქვს უფრო წვრილი ნისკარტი, ვიდრე ყვავს. ზრდასრულ ფრინველებს ნისკარტის ფუძეზე აქვთ თეთრი, შიშველი კანი. გამისცემენ ხრინწიან ხმას: ყვაააააა.
აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება როგორც მობინადრე, ზამთარში ადგილობრივ პოპულაციებს ემატება ჩრდილოეთიდან დასაზამთრებლად მასობრივად შემოფრენილები. ბინადრობს მეტწილად კოლონიებად, მაღალ ხეებზე .- ტყისპირებში, ჭალებში, ბაღებსა და მისთანებზე.
იკვებებიან სხვადასხვა საკვებით: მწერები, მოლუსკები, ჭიები, წვრილი ძუძუმწოვრები, მცენარეთა ნაყოფები, ლეში.
იბუდებენ ხეებზე კოლონიებად. ჭილყვავთა კოლონიამ შეიძლება ათეული წელიც კი იარსებოს. ბუდობა აქვთ აპრილ- მაისში. ბუდეების რიცხვამა კოლონიაში რამდენიმე ათეულიდან ათასამდე შეიძლება მიაღწიოს. ბუდეები ახლო-ახლოა განლაგებული ერთმანეთთან. ერთ ხეზე შეიძლება რამდენიმე ათეული ბუდე იყოს. ბუდეს აგებენ ხის ტოტებისგან. შიგნიდან ამოფენენ ხმელი ბალახით, მატყლის ფთილებით, ჩვრებით და ა. შ. ყვავის ბუდისგან განსხვავებით ჭილყვავის ბუდე უფრო ფართო და ღრმაა. ჭილყვავი დებს 3-5 მწვანე ფერის და რუხლაქებან კვერცხს. კრუხობა გრძელდება 16-20 დღე-ღამე.
user posted image
 

user posted imageკავკასიური ჯოჯო 

user posted image
user posted image
user posted image

კატრანი Squalus acanthias
სიგრძე 100-125სმ
წონა 8-12კგ
გვხვდება მთელ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ძირითადად დიდ სიღრმეზე და იკვებება ისეთი თევზის სახეობებით როგორიცაა ხამსა და სტავრიდა აღსანიშნავია რომ ეს სახეობა ცუდად იტანს თბილ წყალს და არსებობის არეალი 45 დან 200 სიღრმეზე აქვს.
ადამინისთვის კატრანი საფრთხეს არ წარმოადგენს. ბავშვობაში თევზის ბაზარზე(ბათუმში) ხშირად ვხედავდი გასაყიდად თუმცა უკვე წლებია აღარ მინახავს ალბათ იმიტომ რომ აღარც საკვები დარჩათ და ქართულ საიტებზე ამ ზგვიგენზე მხოლოდ დაჭერის მოკვლის და მომზადების შესახებ მოიპოვება ინფორმაცია
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%…%80%D0%B0%D0%BD

user posted image
user posted imageკიდევ ერთი ჩვენი ბუნების ღირსება და ყველა მებაღის მტერი მახრა იგივე ბოსტანა (Gryllotalpa gryllotalpa)
მწერი სწორფრთიანების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 3,5-5 სმ აღწევს. ბინადრობს ნიადაგში. მახრა ნაირჭამია მწერია, აზიანებს თითქმის ყველა მცენარეს, უმეტესად ბოსტან-ბაღჩის კულტურების მიწისქვეშა ნაწილებს. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. დიდი რაოდენობით გვხვდება სარწყავ ნაკვეთებზე, წყალსატევების ნაპირებზე, სათბურებსა და კვალსათბურებში.მის წინააღმდეგ იყენებენ ბრძოლის აგროტექნიკურ და ქიმიურ ღონისძიებებს. აგროტექნიკური ღონისძიებებიდან აღსანიშნავია კვერცხის ბუდეების მოშლა-ამოყრა, ქიმიური საშუალებიდან კარგ შედეგს იძლევა თესვა-რგვამდე 10-12 დღით ადრე მოშხამული მისატყუებელი მასალის შეტანა ნიადაგში.
დავამატებ რომ ფრენაც სეუძლიათ გამრავლების პერიოდში.
Gomphus flavipes - საქართველოში ბინადრობს შავი ზღვის პირეთის ქალაქებში.
და
Cordulegaster picta - შავი ზღვის პირეთის ნემსიყლაპიების კიდევ ერთი წარმომადგენელი
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
ძმერხლი -ruscus hypophyllumშროშანისებრთა ოჯახის 60სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია, მისი ფოთლისმაგვარი ტოტები (კლადოდიუმები) 2-4 სმ სიგანისა და 12 სმ-მდე სიგრძისაა, ბოლოში მოკლე ან შაშუალო სიგრძის უეკლო წვეტით, კლადოდიუმები რკლაისებრძარღვიანია, მოყვანილობით ოვალური ან ოვალურ-ლანცეტა, რომელნიც ღეროსთან მიმაგრების ადგლას ფოთლის ყუნწისებურადაა შევიწროვებული. ძმერხლის ნამდვილი ფოთლები ძლიერ სახეშეცვლილია, დაკნინებული და ფოთოლტოტების ანუ კლადოდიუმების ქვედა მხარეზე, შუა ნაწილში ქერქლებადაა წარმოდგენილი, სადაც აგრეთვე ყვავილი ვითარდება.
ორსახლიანი მომწვანო ან მოთეთრო ყვავილები კლადოდიუმების ქვედა მხარეს შუა ზარღვზე ჯგუფურად ზის, დაყვავების სემდეგ ბურთებივით მრგვალი წითელი კენკრა ნაყოფი ვითარდება. იზრდება უმთავრესად ნესტიან ტყის რელეებსი , დასავლეთ საქართველოს რაიონებში ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე. აღმოსავლეთ საქარტველოში გხვდება მხოლოდ ბორჯომის ხებაში.
საუცხოო საკვები მცენარეა, სესამჩნევად ზრდის საქონლის წველადობას. ხასხასა მწვანე ფერის გამო შესანიშნავია გამწვანებისათვის, ზოგან ოტახის მცენარედაც იყენებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ გამხმარ მდგომარეობაში, კლადოდიუმები ფორმასა და ხასხასა მწვანე ფერს არ იცვლის და ამიტომ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს საყვავილე მაღაზიებისთვის, ამის გამო უკანასკნელ ხანს მეტად მიუღებელი ფორმით უმოწყალო ექსპლოატაციას უწევევენ ზოგი მეყვავილეობის ვაიდამამზადებლები როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ სხვა რეგიონებში.
მართალია არეალის მხედვით ეს მცენარე ფართოდაა წარმოდგენილი, მაგრამ მისი მარაგი მცირეა, რაც უკანასკნელ ათწლეულში კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა ზემოაღნიშნლი ფაქტების გამო.
სავსებით სამართლიანად ძმერხლი გადაშენების ზღვარამდე მისულ მცენარედაა მიჩნეული საკავშირო წითელ წიგნში, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ აუცილებელია ამ მცენარისდამზადების ყველგან აკრძალვა და ამით მისი გამრავლების ხელშეწყობა.
წინათ ძმერხლის ნახშირს საშვილოსნოს სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც სისხლგამომდევნ საშუალებას მსობიარობის სემდეგ, თესლს ფქვავდნენ და ყავის სუროგატად იყენებდნენ. ნაყოფი იჭმევა მაგრამ არცთუ მაინცა და მაინც მიმზიდველი გემოს გამო მას ნაკლებად ეტანებიან.
შალვახიდაშელი, ვანო პაპუნიძე
“საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები”
1985
user posted image
 user posted imageტკიპა – არაქნიდების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია. მეცნიერებისათვის ცნობილია 25000-მდე სახეობის ტკიპები, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი მეტია. ისინი გავრცელებულები არიან მსოფლიოს ყველა კუთხეში, დაწყებული ტროპიკებით და დამთავრებული პოლარული რეგიონებით. ტკიპების დიდი ნაწილი ბინადრობს მიწაში, ზოგიერთი სახეობა — მცენარეებზე, ხოლო უდიდესი ნაწილი ცხოველების პარაზიტებს წარმოადგენენ. ტკიპა სისხლის მწოველი ცხოველია და ინფექციების ძირითადი გადამტანი, ამიტომაც საკმაოდ საშიშია როგორც ადამიანისთვის, ისე შინაური ცხოველისათვის. ტკიპები, ასევე, დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებენ სოფლის მეურნეობას.ადამიანისთვის საშიშროებას წარმოადგენს ტკიპების რამოდენიმე სახეობა, მათ შორის საქართველოში ფართოდ გავრცელებული იქსოდური ტკიპი (Ixodidae), რომელიც მრავალი დაავადების გადამტანი არის (ენცეფალიტი და ა.შ.)როგორ დავიზღვიოთ თავი: როგორ ავიცილოთ თავი, ცივი ზამთარის შემდეგ, გაღვიძებული და მშიერი ტკიპებისგან? პირველ რიგში, ბუნებაში სეირნობისას, აუცილებელია სხეულის ხშირი დათვალიერება, აბსოლუტურად ყველა ადგილებში (განსაკუთრებით ნაჭოების მქონდე ადგილებში, ხომ მიმიხვდით?) yes.gif ყველაზე ხშირად ტკიპი მაგრდება კისერზე, იღლიაში და თავზე. ადამიანზე აღმოჩენის შემდეგ, ის რამოდენიმე წუთი დარბის ტანზე და ეძებს თბილ და რბილ ადგილს, ასე რომ დრო გაქვთ აღმოაჩინოთ ის ნაკბენამდე. მეორე – ტანსაცმელი. უკეთესია ღია ფერი, გრძელმკლავიანი ზედა გეცვათ, ასევე გეფაროთ ქუდი, ფეხებზე გრძელი შარვალი და წინდები.
მესამე – ნუ დაძვრებით სველ და მაღალ ბალახებში (ეს უფრო მე მეხება biggrin.gif).თუ მაინც და მაინც ვერ დაიზღვიეთ თავი ტკიპისგან და აღმოაჩინეთ ის მიწეპებული თქვენ თავზე, მოიქეცით შემდეგნაირად:1) პანიკაში ნუ ვარდებით tongue.gif ყველა ტკიპი საშიში დაავადების გადამტანი არაა.
2) ეგრევე მიდით უახლოეს პოლიკლინიკაში. უკეთესია, თუ ტკიპს პროფესიონალი ექიმები მოაცილებენ.
3) თუ ახლოს არსად არაა პოლიკლინიკა, მაშინ ან ზეთის, კრემის წასმა მოგიწევთ (პორებს კეტავს, ტკიპი იხრჩობა და იძულებული არის გამოყოს თავი), ან დაახვიოთ ძაფი კანთან ახლოს და ძალიან ნაზად მოქაჩოთ sad.gif. თუ არ გამოვიდა, და ამ პროცედურის დროს ტკიპი გასკდა, მაშინ საჭიროა ნაკბენის ადგილის სპირტით დამუშავება და ნემსით კანში დარჩენილი თავის ამოღება. უკეთესია თუ მოაშორებთ სწორედ ძაფის მეშვეობით, რადგან ამ შემთხვევაში ნერწყვის ნაკლები რაოდენობა მოხდება სისხლში და შესაბამისად დაავადების აკიდების შანსიც მცირდება.
user posted image
Jaguar paw
სიტყვები არ მყოფნის biggrin.gifკავკასიური თითტიტველი გეკონი – Cyrtodactylus caspius Eichw.
ეს წვრილი ზომის ხვლიკია, აღწევს 75 მმ-ს. ზევიდან მურა ფერისაა, მოყვითალო ან მორუხო ელფერით. დრუნჩის ზედაპირზე 2 სიგრძივი მუქი ზოლი აქვს, ხოლო კისერზე, სხეულსა და კუდზე – უსწორმასწორო განივი ზოლები. მუცელი თეთრი აქვს.
ეს გეკონი გავრცელებულია კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში , შუა აზიასა და ყაზახეთში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ირანში და ჩრდილო დასავლეთ ავღანეთში.საქართველოში, კერძოდ თბილისში შემთხვევითაა მოხვედრილი აზერბაიჯანიდან. ჩვენში პირველად აღმოაჩინეს 30 წლის წინათ. ქალაქის პირობებში ბინადრობს შენობების კედლებზე, ეზოებსა და ბინებში. იკვევბება ბუზებით, ტარაკნებით. სხვადასხვა ნაპრალებსა და ღრიჭოებში დებს 2 კვერცხს ( მაისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე)როგორც ჩანს სეზონისგანმავლობაში რამდენიმეჯერ. ერთდღიანიეგზემპლარების სიგრძე არ აღემატება 20-23 მმ-ს.
აქტიური საღამოს და ღამით
user posted imageაი მეტნაკლებად კარგი ტკიპა რომელიც ალბათ ერთხელ მაინც უნახავს ყველას ცხოვრებაში. ლათ. rombidiidae Leach იგივე ხავერდოვანი ტკიპა.(!) იკვებება მწერების კვერცხებით და ჭუპრებით
user posted image
ზამბახი (Iris), მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახია. აქვს ხმლისებრი, იშვიათად ხაზური ფოთლები და დიდი, თეთრი, კაშკაშა იისფერი, ლურჯი ან ყვითელი ყვავილები, 3-წახნაგოვანი მრავალთესლიანი კოლოფი ნაყოფი. ცნობილია 200-მდე სახეობა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 11 სახეობა გვხვდება. იზრდება მდელოზე, ველსა და ნახევრად უდაბნოში, ზოგი – ჭაობსა და ტენიან ადგილას. ფართოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა. ჩვენში განსაკუთრებით გამოირჩევა ქართული ზამბახი, რომელიც ქართლსა და აზერბაიჯანში ნახევრად უდაბნოებში იზრდება. ზამბახის ზოგი სახეობის ფესურას იის სუნი აქვს და მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ.
user posted image
ვარხვისებრნი (Pelecanidae), ფრინველთა ოჯახი ნიჩაბფეხიანების რიგისა. გავრცელებულია სპორადულად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. დიდი ზომის ფრინველებია. მათი სხეულის სიგრძე 130-180 სმ აღწევს. აქვთ გრძელი, ჩანთიანი ნისკარტი, ფართო ფრთები, მოკლე ბოლო. სხეულის საერთო შეფერილობა თეთრია. კარგად ცურავენ, მაგრამ იმის გამო, რომ პნევმატური ძვლები და განვითარებული კანქვეშა საჰაერო პარკები აქვთ, ვერ ყვინთავენ. ბუდობენ კოლონიერად ზღვეების, ტბებისა და მდინარეების პირას. იკვებებიან თევზით. მონოგამები არიან. დებენ 1-4 თეთრ კვერცხს. ოჯახში 1 გვარის (Pelecanus) 6 სახეობაა. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus).
user posted imageბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
user posted image
Paris quadrifolia ქართულად “ხარისთვალა” მაგრამ ვფიქრობ უფრო პირველია ეგ რაც შენს სურათზეა
user posted imageამ სურათზე კი სკაში შემძვრალი “მკვდართავა” იპარავს თაფლს.
user posted image
user posted image user posted image
 user posted image
user posted image
ჩოქელა- Mantodea, Mantoptera
შედის ტარაკანისებრთა რიგში. მოიცავს დაახლოებით 2400-მდე სახეობას. ზოგი ენტიმოლოგი კიდე ცალცე გამოყოფს ჩოქელასებრთა რიგს.
სხეულის სიგრძე 11-სმმდეა. აქვს სამკუთხა ,საკმაოდ მოძრავი თავი დიდი თვალებით. ყველა სახეობის ჩოქელასთვის დამახასიათებელია სპეციალიზებული წინა კიდურები,რომელთაც იყენებს მსხვერპლის დასაჭერად და დასაკავებლად.
არიამ მტაცებლები და იკვებებიან სხვა მწერებით. დიდი ჩოქელები ნადირობენ ბაყაყებზე,ხვლიკებზე,ჩიტებზე და მღრღნელებზეც კი.
ჩოქელები ითვლებიან კომუფლიაჟის ოსტატებად და იყენებენ მფარავ შეფერილობას,რათა ჰარმონიულად შეერწყან ფოთლებს,ჩაუსაფრთდნენ მსხვერპლს და თავი დააღწიონ მტაცებლებისგან. აფრიკასა და ავსტრალიაში მცხოვრებ ზოგ სახეობას შეუძლია ფერის შეცვლა,რათა ადვილად შეეხამოს ნახანძრალ პეიზაჟს. ჩოქელები Metallyticidae ოჯახიდან გამოირჩევიან თავიანთი კაშკაშა მოცისფრო-მწვანე შეფერილობით,რომელსაც ლითონისებრი ელვარება აქვს.
აქვთ ძალიან კარგი მხედველობა და ერთადერთი მწერები არია,რომლებსაც უკან მოხედვა შეუძლიათ.
ზოგიერთი სახეობის მდედრი მამრს ჭამს შეწყვილებისას. ჭამას იწყებს თავიდან და თუ შეწყვილება დაწყებულია,მამრის მოძრაობები უფრო ენერგიული ხდება( lol.gif). ამას იმიტო აკათებს,რომ დამატებით ცილებს იღებს კვერცხების მომწიფებისთვის. განაყოფიერების მერე მდედრი დებს 10-400 კვერცხს,რომელიც ოოტეკაშია გახვეული.ამ ყველაფერს ამაგრებს ბალახებზე ან ფოთლებზე.
ადრე მყავდა ასეთი 2. ერთი ჩემდა გასაოცრად ყავისფერი იყო და ვერ დაფრინავდა. საოცრად ღორმუცელა იყო და მთელი დღე ჭრიჭინებს ვიჭერდით მისთვის. მერე მოწყინდა ერთ ჩვენთან და წავიდა.
მეორე მწვანე იყო. უზარმაზარი. პეპლების ჭამა უყვარდა. მე გავუშვი.შემეცოდა…
user posted image user posted imageDecticus albifrons ასეთებიც ბევრია ჩემს ეზოში
თბილისის ბოტანიკური ბაღიuser posted imageuser posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
ეს კი რაჭაuser posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
 …..user posted image
 user posted image
user posted image
user posted imageეს კი ტყის ძილგუდა – Dryomys nitedula, რომელიც ჩვეულებრივი ძილგუდასგან შეფერილობით და მცირე ზომებით განსხვავდება.
user posted imageსპარსული ანუ კავკასიური ციყვი – Sciurus anomalus
საქართველოში ბინადრობს შავი ზღვის პირის ტყეებში.
ჩვეულებრივი ციყვისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოში რუსეთიდან იქნა შემოყვანილი თავისი ძვირფასი ბეწვის გამო, სპარსული ციყვი არ იძინებს ზამთარში.
მრავლდება მთელი წელიწადის განმავლობაში.
რაციონი საკმაოდ ფართოა – გირჩები, სოკოები, ნერგები. კაკლები, მწერები, იშვიათად ბარტყები და ფრინველების კვერცხები.
user posted image
ჩვეულებრივი ანუ ევროპული თხუნელა – Talpa europaea
ჩვეულებრივი თხუნელა არის მცირე ზომის მიწისქვეშა მცხოვრები ძუძუმწოვარი ძლიერი ნიჩბისებური წინა კიდურებით და პატარა თვალებით. არა აქვს ყურის ნიჟარები. აქვს მკვრივი, მოგრძო (20 სმ-მდე) სხეული, რომელიც დაფარულია ხშირი, მოკლე და ხავერდოვანი ბეწვით, რომელსაც ხაო არა აქვს. ბეწვი მალე იცვეთება, რის გამოც წელიწადში 4ჯერ ცვლიან მას. შეფერილობა ჩვეულებრივად შავია, რუხი ან მოწაბლისფრო.
კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და შეხება. კუდის სიგრძე დაახლოებით თავის სიგრძის ტოლია.
თხუნელა მთელი წელიწადის განმავლობაში აქტიურია. მაგრამ ზამთრის სოროები ბევრად უფრო ღრმად გადიან მიწაში, სადაც სუბსტრატი არ იყინება. ბინადრობს ადგილებში რბილი მიწით, რადგან მღრღნელებისგან განსხვავებით, არ შეუძლია მაგარი მიწის ღრღნა.
ძირითადად იკვებება ჭიაყელებით. თხუნელას სუნი იზიდავს ჭიაყელებს, რომლებიც თვითონვე ძვრებიან მახეში, ასე რომ თხუნელას მხოლოდ “მოსავლის” დაკრეფვა რჩება. საჭმლის ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში, თხუნელა შებოჭავს ჭიაყელებს თავში კბენით და ათავსებს მათ “შავი დღისთვის”.
მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა 40 დღემდე გრძელდება. შობენ 1-9 უსუსურ ნაშიერს.
* * *
პირველ სურათზე და კარგი ღიპიანი მოქეიფე კაცივით არის biggrin.gif
user posted image
 კავკასიური ანუ შელკოვნიკოვის წყლის ბიგა – Neomys schelkovnikovi
შელკოვნიკოვის წყლის ბიგა არის საკმაოდ მოზრდილი ბიგასებრი (20 სმ-მდე კუდის ჩათვლით). აქვთ გრძელი ცხივირი და კუდი. ტანის ზედა ნაწილზე ბეწვი შავია, ქვედაზე – თეთრი. კბილების დაბოლოობები აქვთ მოწითალო ფერის.
ბინადრობს მდინარეების და ტბების ნაპირზე. ძალიან კარგად დაცურავს წყალქვეშ, სადაც ნადირობს თევზზე და ბაყაყებზე. მისი ნერწყვი ასრულებს მოკლეხნიანი პარალიზატორის როლს. ძირითადად ნადირობს მიწაზე, სადაც თავს ესხმევა თაგვებს და მწერებს.
სხვა ბიგებისგან განსხვავებით, კავკასიური ბიგა არ თხრის სოროებს, არამედ იკავებს თხუნელების და სხვა მღრღნელების საძრომებს.
ზამთარში არ იძინებს და პროვიზიის სახით გაყინულ ბაყაყებს აგროვებს.
მრავლდებიან სოროებში. მაკეობა გრძელდება 18-28 დღე, რის შემდეგ დედალი შობს 2-10 ნაშიერს, რომელნიც დაახლოებით ერთ თვეში უკვე დამოუკიდელები ხდებიან.ძირითადი განსხვავება სხვა წყლის ბიგებისგან – კუდი ბეწვით არის დაფარული.
user posted imageფუღუ – Suncus etruscus
ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 მმ, კუდისა 31 მმ, მასა 1,5 გრ. აღწევს. ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე მომცროა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ თბილისის მიდამოებში. როგორც უნიკალური და მცირე არეალის მწონე სახეობა, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. იკვებება მწერებით. ფუღუს ბიოლოგია ჯერჯერობით არ არის შესწავლილი.ზამთარში ფუღუ ჭიაყელებით და თესლებით იკვებება. დღეში სჭირდება თავის წონაზე თითქმის 4ჯერ მეტი საჭმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კვდება.
ფუღუ არის სანიტარი, რადგან ფოთლებში ქექვისას, ის ანადგურებს ბევრ მავნე მწერს.მრავლდებიან სფეროსებრ ბუდეებში, რომლებსაც ბალახისგან აკეთებენ. მაკებოა დაახლოებით 28 დღე გრძელდება, რის შემდეგ დედალი შობს 3-7 ნაშიერს. მოზრდილი ნაშიერი დიდი ხნის განმავლობაში არ სცილდებიან დედას და სიარულის დროს რიგში დგებიან. ყოველივე შემდგომს წინამდგომი ბუღუ პირით კუდზე უჭირავს და ასე “ქარავებით” დადიან.
user posted imageჰიმენოფილუმი-Hymenophyllum tunbridgense
ოჯახი-hymenophyllaceae
მრავალწლოვანი,ნაზი,პატარა, 5-სმ-მდე სიმაღლის გვიმრაა.
არის მესამეული ფლორის რელიქტი და მნიშვნელობა აქვს კოლხეთის ფლორის ისტორიის შესწავლისთვის.
საქართველოში გავრცელებულია აჭარაში(მდინარეების:ჩაქვისწყლის,ყორულისწყლის,კინტრიშის,ბარცხანისწყლის,ლეხვასა და მათი შენაკადების ხეობებში).
იზრდება ტენიან ხავსიან ლოდებსა დაკლდეებზე, ტყეებში წყავის,მურყანისა და შქერის ხავსმოკიდებულ ღეროებზე,ზღვის დონიდან 300-700 მ. სიმაღლეზე.
მრავლდება სპორებით.
დაცულია კინტრიშის ნაკრძალში და შუსულია “წითელ წიგნში”user posted image
user posted image
user posted imageჩვეულებრივი ტურა-Canis aureus
რიგი-მტაცებლები
ოჯახი-ძაღლისებრთა
არის მცირე ზომის მტაცებელი და გარეგნულად ძალიან გავს პატარა მგელს. სხეულის სიგრძე უკუდოდ აღწევს 80სმ-ს. სიმაღლე-50 სმ-ს. იწონის 7-10 კგ-ს.
კავკასიაში მობინადრე ტურები მიეკუთვნებიან Canis aureus maeoticus.-ქვესახეობას,რომელიც უფრო მუქი შეფერილობისაა.
ჭამს თითქმის ყველაფერს.იკვებება უფრო ხშირად ღამე. რაციონის დიდი ნაწილი უკავია მძორს. ნადირობს წვრილ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე,აგრეთვე,გველებზე,ხვლიკებზე,ბაყაყებზე,ლოკოკინებზე. მიირთმევს მწერებსაც.
როგორც წესი ნადირობენ მარტო,ან წყვილებად,იშვიათად პატარა ხროვებად. ტურა საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებული მტაცებელია.მარალ ნახტომში შეუძლია დაიჭიროს უკვე ჰაერში აფრენილი ჩიტი.იქ სადაც დიდი მტაცებლები არიან ტურე თან დაყვება მათ,რათა მათი ნადავლის ნარჩენები ჩაიგდოს ხელში. არის მობინადრე ცხოველი და არ განიცდის სეზონურ მიგრაციას.
ჭამს უამრავ თესლსა და ნაყოფს-ყურძენს,საზამთროს,ნესვს,მცენარეთა ბოლქვებს.
ქმნიან სამუდამო წყვილებს.მამრი ტურა აკეთებს სოროს. მძუნაობა აქვთ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში.მაკეობა გრძელდება 60-63 დღე. ლეკვები ჩნდებიან მარტის ბოლოდან მაისის ბოლომდე. ჩვეულებრივ მათი რიცხვი 4-6_ია. რძეს ჭამენ 2-3 თვე. მაგრამ უკვე 2-3 კვირის ასაკში იწყებენ სხვა საკვების ჭამასაც. შემოდგომაზე ახალგაზრდა ტურები დამოუკიდებლად იწყებენ ნადირობას. სქესობრივ სიმწიფეს მამრები 2,ხოლო მდედრები 1 წლის ასაკში აღწევენ.
p.s. საშინელი ხმა აქვთ და ძალიან უყვართ ინდაურის ხორცი. biggrin.gif
user posted image
user posted image
ეს ანოგრამაა.
user posted image
user posted imageეს კი- ჰიმენოფილუმი
user posted imageღამის დიდი ფარშევანგთვალა-Saturnia pyriuser posted image
ეს მისი მუხლუხოპეპელა მიეკუთვნება ქერცლიანფრთიანთა რიგს, ფარშევანგთვალათა ოჯახს. წარმოადგენს ევროპის ყველაზე დიდ პეპელას.
წინა ფრთების სიგრძე 50-70მმ-ია. გაშლილი ფრთების სიგანე 120-დან 155 მმ-მდეა. მდედრაბი მამრებზე უფრო დიდები არიან.
ფრთის ორივე წყვილზე აქვთ გამოსახული დიდი შავი თვალი .
ცხოვრობენ მაღალ ბუჩქნარში,ხეებზე,ტყის პირებზე,პარკებში, ბაღებში.
დაფრინავენ მაისიდან ივნისამდე. მამრედი ხშირად დღისითაც გამოდიან. დადგენილია,რომ მდედრის მიერ გამოყოფილი ფერომონების სუნს მამრი 10-11კმ-ის იქითაც კი შეიგრძნობს(!).
მუხლუხოს სტადიაში არიან ივნისიდან აგვისტომდე. მუხლუხოები არინ დიდი ზომის,მწვანე ფერის,ცისფერი მეჭეჭებით,რომლებიდანაც ორი გრძელი თმაა ამოზრდილი. დაჭუპრების წინ მუხლუხები იცვლინ ფერს და ყავისფერები ხდებიან. მიირთმევენ მცენარეებს-ვაშლს,მსხალს,ალუბალს,კაკალს, იშვიათად თელას, იფანს. ჭუპრი არის მურა ფერის. პეპელა იზამთრებს ჭუპრის სახით.
სიცოცხლეში პეპელა არაფერს ჭამს. იყენებს იმ საკვებს,რომელიც მუხლუხობის სტადიაში დააგროვა.
user posted image
user posted image
user posted image
აჰააა,მწვანე საზიზღარი მუხლუხებიიიიიი biggrin.gif
user posted image
ჩვეულებრივი ძილგუდა, ძიგლუდების ყველაზე დიდი წარმომადგენელია (40 სმ კუდით). გარეგნულად ძილგუდა ციყვს ჰგავს, მაგრამ უფრო პატარაა. ბეწვი ნაცრისფერია, მუცელზე და მკერდზე თეთრია. წინა და უკანა თათები უბეწვოა. ძალიან ფუმფულა კუდი. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს შერეულ, ფოთლოვან და წიწოვან ტყეებში.
აქტიურები არიან ღამით, დღეს კი ფუღუროში ატარებენ. ხოლმე იშენებენ ბუდეს ხეების ფესვებთან.
იძინებენ სექტემბერ-ნოემბერში, იღვიძებიან კი მხოლოდ გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში. გაღვიძებიდან 10-12 დღეში იწყებენ გამრავლებას. ამ დროს მამლები უცნაურ ხმებს გამოსცემენ. ორსულობა 20-25 დღე გრძელდება, რის შემდეგ დედალი 1-10 ნაშიერს აჩენს.
რაც შეეხება კვებას, ძირითადად არიან ვეგეტარიანელები. რაციონში შედის კაკალი, კენკრი, რკო, თუმცა ხოლმე მწერებსაც ჭამენ.
მტრები თითქმის არ ჰყავთ. პირველ რიგში ბუ.
ბუნებაში ჩვეულებრივი ძილგუდების მაქსიმალური ასაკი 4,5 წელს აღწევს.
user posted imageსტავრიდა Trachurus mediterraneus ponticus
სტავრიდა მთელი შავი ზღვის აკვატორიაში გვხვდება და გავრცელებულია ორი ქვესახეობის სახით დიდი 55 სმ_მდე და პატარა 20 სმ. ზამათარს დიდიც და პატარაც საქართველოს და თურქეთის თბილ წყლებში ატარებენ. მათ ძირითად რაციონს შეადგენს ზოო და ფიტო პლანქტონი ასევე ყველაფერი რაც წყლის ზედა ფენებიდან ეშვება თუმცა ისინი კარგი მონადირეებიც არიან და არც მათზე პატარა თევზებზე ამბობენ უარს. ისინი მუდმივადა გადაადგილდენიან დიდი ჯგუფებად და ეშვებიან 100 მ სიღრმეზეც. სეზონი გაზაფხულისთვის მთავრდება და აზოვის ზღვისკენ მიგრირებენ.
შავი ზღვის ყველაზე გემრიელი თევზია ზუთხის შემდეგ
biggrin.gif
 user posted imageuser posted imageევროპის ყველაზე დიდი ხოჭოა. არის გადაშენების პირას და დაცულია ბერნის კონვენციით.
მამრების ფრთები და ზედა ყბები მოყავისფროა მოწითალო ელფერით,მდედრი მურა-შავია. მამრის ზედა ყბები კარგადაა განვითარებული დაქმნის “რქებს”.
მამრის სხეულის სიგრძე 45-82 მმ-ია. მდედრის-25-57 მმ. აღწერილია შემთხვევა,როც მამრი ხოჭოს სხეულის სიგრძე 95 მმ-ს აღწევდა!
გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში.
ცხოვრობენ,როგორც დაბლობში,ასევე,მთიან ადგილებშიც.როგორც წესი,არ ადიან ზღვის დონიდან 800-900მ-ზე ზემოთ. უპირატესობას ანიჭებენ ფართოფოთლოვან ტყეს.
ხოჭოები იკვებებიან ხის წვენით. დაფრინავენ თბილ საღამოებზე.. მაისის ბოლოდან ივლისამდე. დაწყვილების პერიოდში მამრები მართავენ ბრძოლას მდედრისთვის “რქების” დახმარებით.არის შემთხვევა,როცა ამ დროს ერთ-ერთი ან ორივე მეტოქე იღუპება.
user posted image user posted image user posted imageჭრელი ასკალაფი, საკმაოდ დიდი ბადეფრთიანი მწერია (3 სმ.), რომელიც ბინადრობს აღმოსავლეთი საქართველოს არიდულ ზონებში. არის ხმელთაშუა ზღვის რელიქტი.
მტაცებელია. ზრდასრულ მწერს მღრღნელი პირის აპარატი აქვს, მატლს — მჩხვლეტავ-მწუწნავი. როგორც ყველა ბადეფრთიანებისთვის, ასკალაფისთვის დამახასიათბელია სრული გარდაქმნა. მათი მატლები იმალებიან ქვების ქვეშ და მსხვერპლის საფარველს მჭრელი მანდიბულებით ჩხვლეტენ და ჭრილობაში უშვებენ საჭმლის მომნელებელ წვენებს, შემდეგ კი გათხიერებულ საკვებს წოვენ. შედმეგ მატლი ძვრება მსხპერლისგან დარჩენილ გარსში და რამოდენიმე ხანში მთლიანად იფარება ამ ნარჩენებით.ასკალაფის ეს სახეობა საფრთხის ქვეშ არის და შეყვანილია უკრაინის და რუსეთის წითელ წიგნებში.

user posted imageშავი ზღვის ცხენი Hippocampus hippocampus
გამრავლების პერიოდი გრძელდება 1 კვირა, მამლები დემონსტრირებენ თავიანთ ჩანთებს და დედლები არჩევენ ვინ უფო მომხიბვლელია მათ შორის, წარმატების შემთხვევაში დედალი დებს მამლის ჩანთაში რამოდენიმე გასანაყოფიერებელ კვერცხს რომელსაც მამალი გაანაყოფიერებს და გარკვეული დროის შემდეგ ცოცხლად შობს, ზღვის ცხენები იშვიათობას არ წარმოადგენს თუმცა სანაპირო ზოლში მათი ნახვა მაინც ძნელია პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ ერთადერთი რაც ამ ცხოველებზე ვიცი აქვთ აუტანელი სუნი (მიუხედავად იმისა რომ სულ 10 სანტიმეტრი იზრდებიან)
user posted imageშავი ზღვის კრევეტები Palaemon elegans
მათი კვების რაციონი შედგება ყველაფერი იმისგან რაც მკვდარია ან ნახევრად მკვდარი მაინც, მათი საკვებად გამოყენება შეუძლებელია ზომების სიმცირის გამო. მწვანე კონცხზე ყვინთვისას პირდაპირ ხელიდან ვაჭმევდი გატეხილ მიდიებს და უნდა ვთქვა ცუდი შეგრძნება არ იყო.

user posted imageკიდევ ერთი შავი ზღვის ბინადარი შავი ზღვის სკორპენა Scorpaena porcus (ჩვენთან მას უხასაც უძახიან ამბობენ რომ მისგან კარგი სუფი კეთდება მაგრამ არ გამისინჯავს ) ნამვდივი მონსტრია მთელი სხეული შხამიანი ეკლებით აქვს დაფარული.შავ ზღვაში მისი 2 სახეობა არსებობს Scorpaena porcus რომელიც ნახევარ მეტრამდეც იზრდება და ძირითადად დიდ სიღრმეეზე ბინადრობს და Scorpaena notata რომელიც მხოლოდ 15 სმ აღწევს და ძირითადად სანაპირო ზოლში წყალმცენარეებს და ქვებს შორის ბინადრობს. მიუხედავად იმისა რომ ეს ცხოველი საკმაოდ საშიშია (და ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე) ის მაინც ძალიან ლამაზია და გვხვდება რუხი ვარდისფერი შავი მოყვითალო და ყავისფერი შეფერილობით .

user posted image

ეს არსება ღრმად პატივცემული ლოქორაა-Arion lusitanicus

ტიპი-მოლუსკები
კლასი-მუცელფეხიანები

ლოქორა არის მუცელფეხიანი მოლუსკების იმ წარმომადგენელთა საერთო დასახელება,რომლებმაც ევოლუციის პროცესში დაკარგეს ნიჟარა. მათი სხეული დაფარულია ლორწოს სქელი ფენით,რომელიც იცავს გამოშრობისგან,ეხმარება ზედაპირზე კარგად მოჭიდებაში და აფრთხობს მტაცებლებს.
ლოქორები ცხოვრობენ ნესტიან ადგილებში,როგორიცაა ფართოფოთლოვანი ტყის ქვედა იარუსი. ეკოსისტემაში უკავიათ მნიშვნელოვანი როლი,რამდენადაც მიირთმევენ ჩამოცვენილ ფოთლებს,მცენარეების გაუმერქნებელ ნაწილებს,სოკოებს,მათ შორის,სხვა ორგანიზმებისთვის შხამიანსაც. ზოგიერთი ლოქორა არის მტაცებელი და ნეკროფაგი. ისინი ჭამენ ნიადაგში მობინადრე სხვა უხერხემლოებს ან მათ გვამებს.
მიუხედავად თავიანთი უსუსური შესახედაობისა,ლოქორებს ბუნებრივი მტერი არ ჰყავთ.
არიან ჰერმაფროდიტები.

user posted image

ლომეხუზა არის ყავისფერი პატარა 5-6 მმ-ის სიგრძის ხოჭო, რომელიც ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ და მხოლოდ ტყის წითური ჭაინჭველის ბუდეებში და სხვაგან არსად არ გვხდება.
თვითონ ჭაინჭველებიც არ ეწინააღმდეგებიან მის გამოჩენას, იმიტომ, რომ ლომეხუზა უშვებს ნარკოტიკულ ნივთიერებას (წვეტების სახით), რომელიც მათ იტაცებს. მეტიც, ლომეხუზები ჭინაჭველების ენაზე ჭამის თხოვნაც იციან. უნებლიედ, ჭიანჭველები თვითონ ავრცელებენ ამ ხოჭოებს ერთი ბუდედან მეორეში.

ლომეხუზას განვითარება ანალოგიურია ჭიანჭველის განვითარებას.
როდესაც კვერცხისგან იჩეკება მისი მატლი, ის ეგრევე უშვებს ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ჭიანჭველები ზომბებივით მას ემორჩილდებიან, აჭმევენ, უვლიან. ის კი თავის მხრივ ჭამს მათ კვერცხებს. წინაჭველების ამ ნივთიერებით გატაცება იქამდე მიდის, რომ გარდა ჭამისა და ლომეხუზების მოვლის არაფერს აღარ აკეთებენ.

არის თუ არა ლომეხუზა ბუდეში? ამოცნობა საკმაოდ ადვილია. არაპარაზიტირებულ ბუდეში ჭაინჭველები აქტიურად დარბიან, აგროვებენ საჭმელს და იცავენ ბუდეს. ლომეხუზებით პარაზიტირებულ ბუდეში კი ძალიან ზანტები ხდებიან და ზედაპირზე ფაქტიურად არ გამოდიან.

ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ კოლონია იღუპება. ეს მოვლენა იშვიათი არის იმიტომ, რომ ლომეხუზას კვერცხები ძალიან ნაზია და ჭიანჭველების მიერ გადატანის დროს დიდი ნაწილი იღუპება.

user posted imageფილანტუსი მიეკუთვნება ქვიშის მთხრელ კრაზანებს. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში გარდა სუბტროპიკული ზონებისა.

აღწევს 2 სმ-ის სიგრძეს. ჩვეულებრივი კრაზანისგან განსხვავდება მასირებული თავით და მკვეთრი ყვითელი ტანით.

თავისი მეორე დასახელება – ფუთკრების მგელი მიიღო იმის გამო, რომ დედლები ნადირობენ ფუტკრებზე, რათა შიგ დადონ კვერცხი, საიდანაც იჩეკება მატლი, რომელსაც კრაზანად გადაქცევისთვის სჭირდება 4, ან 6 ფუთკარი. ამიტომ ფილანტუსი წარმოადგენს დიდ საშიშროებას საფუთკრეებისთვის. მამლები ყვავილების ნექტარით იკვებებიან. დედლები იჭერენ ფუტკრებს, ფეხებით აწვებიან მათ ტანზე, რის შემდეგ ფუთკარი პირიდან ნექტარის წვეთს უშვებს, რომელსაც ფილანტუსი ჭამს.

ფილანტუსი ბუდეებს მიწაში აკეთებს, სადაც თხრის სოროებს ნახევარმეტრამდე სიღრმისა.

user posted imageარის ფართოდ გავრცელებული საქართველოში. სხვა მთხრელი კრაზანებისგან განსხვავებით, სცელიფრონები ბუდეებს თიხისგან და ტალახისგან აშენებენ. ხშირად სახლებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე. ბუდეებს აქვთ ცილინდრული ფორმა. თვითონ სცელიფრონი იკვებება ნექტარით, აი ჭუპრი კი როგორც ყველა სხვა მთხრელი კრაზანის ჭუპრიც, პარაზიტია და ბუდეც სწორედ მისთვის შენდება.

user posted image

user posted image

user posted image

ზაფხულის ტრიოპსი – Triops cancriformis

კლასი – კიბორჩხალისებრნი
ოჯახი – ტრიოპსიდები
სახეობა – Triops cancriformis (ზაფხულის ტრიოპსი).

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დიდი სახეობა. გავრცელებულია მთელ საქართველოში, სადაც ბინადრობს დროებით, ან მუდმივ გუბურებში. ხშირად, დიდი რაოდენობით გვხდებიან წვიმების შემდეგ. აგრეთვე შეუძლიათ მლაშე წყალში ცხოვრება. ტრიოპსის ეს სახეობა ითვლება დედამიწის ყველაზე ძველ არსებად, თუმცა ამხელა დროის განმავლობაში აბსოლუტურად არ შეცვლილა (გარდა ზომებისა).

სხვა ტრიოპსებისგან განსხვავდება თავისი ყავისფერი ჯავშანის ზომით, რომელიც თითქმის მთელ ტანს ფარავს. მისი ზომა მერყეობს 6დან-8 სმ-მდე. დედლებს, ფეხების მე-11 წყვილზე აქვთ სპეციალური კამერები, სადაც ისინი კვერცხებს ინახავენ.

დროის უდიდეს ნაწილს ტრიოპსები ფსკერზე ატარებენ, სადაც იქექებიან შლამში მცირე ზომის უხერხემლოების და მცენარეების ძიებაში. გამრავლების დროს, დედლები ცისტებს (კვერცხებს) გრუნტში დებენ. გამოჩეკვისთვის, ცისტები უნდა გაშრნენ და მერე ისევ წყალში აღმოჩნდენ, თუმცა, ზოგი პირდაპირ წყალში იჩეკება. ნაუპლიუსები (პატარა კიბორჩხალები) სწრაფად იზრდებიან და განვითარების ყველა სტადიას 2-3 კვირაში (დამოკკიდებულია ტემპერატურაზე). ცოცხლობენ კი დაახლოებით 3 თვე.

user posted imageსვავი-aegypius monachus
რიგი-შავარდნისნაირნი
ოჯახი-ქორისებრნი

საქართველოში ბინადრობს 3000-3300მ-ზე ზღვის დონიდან. უყვარს როგორც მთები,ასევე ღია ადგილები და ზეგნები.იკვებება მძორით.
დამახასიათებელია მუდმივი წყვილების შექმნა.ბუდეს იკეთებენ მაღალ ხეებზე.ბუდე წარმოადგენს უხეში ტოტების გროვას.მისი სიმაღლე 1მ-ია და დიამეტრი 2მ-ს აღწევს.მარტში დებს ერთადერთ კვერცხს,რომლის ინკუბაცია 55 დღე-ღამე გრძელდება.დედალ-მამალი კრუხობს მორიგეობით(!).მაისში იჩეკება მართვე,რომელიც საკმაოდ ნელა იბუმბლება და იზრდება.

user posted imageმთის არწივი-aquila chrysaetus
რიგი-შავარდნისნაირნი
ოჯახი-ქორისებრნი

საქართველოში გავრცელებულია სპორადულად.მცირერიცხოვანია.
უყვარს კლდეები და მაღალი ხეები; იშვიათად ვაკე ადგილები-კლდოვანი ქანები, უდაბნოები-შავი საქსაულის ხეები.
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლის ასაკში.ქმნის მუდმივ წყვილებს.საქორწინო ფრენას იწყებენ თებერვალში.აქვთ 2-4 ბუდე,რომელთაც რიგრიგობით ხმარობენ.ბუდე წარმოადგენს ტოტების ნაყარს,რომელიც ამოფენილია მშრალი ბალახით.აღწევს 2მ-მდე სიმაღლეშიც და სიგანეშიც. მარტსა და აპრილში დებს 1-2-3- კვერცხს.ინკუბაცია გრძელდება 40-45 დღე-ღამე.კრუხობს ორივე.მართვეები შებუმბვლას იწყებენ მაისში და ამთავრებენ ივნისის დამლევისთვის.ბუდეს ტოვებენ 80-მდე დღის ასაკში.
მონადირეები მთის არწივს წვრთნიან მელაზე,კურდღელზე,იშვიათად მგელზედა სხვა ცხოველებზე სანადიროდ. ტყვეობაში ძალიან იშვიათად მრავლდება.

user posted imageსაქართველოს ფაუნის გველბრუცების ქვერიგის ერთადერთი წარმომადგენელია. სიგრძით 30-35 სანტიმეტრი, მომრგვალებული თავითა და მოკლე კუდით. სხეულის შეფერილობა ვარდისფერიდან მუქ წითელ ფერში მერყეობს და დამოკიდებულია პიგმენტის ფერზე. სხეულის ქვედა ნაწილი, ზედასთან შედარებით ღია ფერისაა. ბინადრობს მთის ძირებში, ბუჩქნარებით დაფარულ ნიადაგში, მეჩხერ ტყეებში ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე. გვხვდება ქვების ქვეშ, სადაც ნიადაგში გაყვანილი აქვს წვრილი გვირაბები. ნიადაგის ზემოთ ამოდის მხოლოდ ძლიერი წვიმების შემდგომ.

ჩვეულებრივი გველბრუცას საჭმლის რაციონს წარმოადგენს ჭიანჭველები და მათი კვერცხები.

დამალული ცხოვრების წესის გამო გველბრუცას ცოტა მტერი ჰყავს. იშვიათად შეექცევიან მას მელიები და სხვა პატარა ფრთოსანი მტაცებლები. ხელში დაჭერისას ჩვეულებრივი გველბრუცა გამოსცემს სპეციფიურ სუნს, რაც მისი დამცავი მექანიზმია. შხამიანი არ არის.

user posted image
user posted image
გრძელფეხა სცინკი-eumeces schneideri

საქართველოში გვხვდება დავით გარეჯში,შირაქში,ქვემო ქართლში. უყვარს ქსეროფიტული ადგილები. იმალება მიწის ნაპრალებში,მღრღნელების სოროებში,ან საკუთარ სოროში . ზამთარში იძინებს. აქტიურია დღე. ჭამს მწერებს,ობობისნაირებს,თუთის ნაყოფს.

user posted image

მოხდენილი გველთავა – Ophisops elegans (Ophisops elegans elegans Menetries.)

მოხდენილი გველთავა, საქართველოს ტერიტორიაზე გველთავების ოჯახის ერთად-ერთი წარმომადგენელია. ბინადრობს აღმოსავლეთი საქართველოს ქსეროფიტულ ლანდშაფტებში და ველებში, სადაც დაღმართებზე ორმოებს თხრის. მისი არეალი გავრცელებულია თბილისამდე.
ტანის ზომა – 6 სმ. კუდი ტანზე თითქმის 2ჯერ უფრო გრძელია.
შეფერილობა – ახლადდაბადებულ გველთავებს აქვთ 4 მკვეთრი თეთრი ფერის ზოლები გვერდებზე. ზრდასთან ერთად, ეს ზოლები ნელნელა ქრება. შავი ფერის ზოლი კი კოპლებზე იშლება. მუცელი აქვთ თეთრი, კოპლების გარეშე. ზრდასრულ მამლებს ყელზე სიმწვანე დაჰკრავს.
მოხდენილი გველთავას რაციონში შედიან მცირე ზომის მწერები და ხშირად ობობები.
ძალიან სწრაფად დარბის. მოკლე მანძილებზე კი ორ ფეხზე სირბილიც შეუძლია.

user posted image
user posted image
ჭრელტყავა-vormela peregusna
რიგი-მტაცებლები
ოჯახი-კვერნისებრნი

საქართველოში გავრცელებულია ახალციხის,ასპინძის,ახალქალაქის,გორის,კასპის,მცხეთის,თელავის,ბოლნისის რაიონებში, სამგორში.
არის სიმშრალის მოყვარული ცხოველი.ცხოვრობს ძირითადად სოროში. ეტანება გაშლილ ადგილებს.

user posted imageდასავლური მახრჩობელა-eryx jaculus
რიგი-ქერცლიანები
ოჯახი-მახრჩობელასებრნი
საქართველოში გვხვდება ქვემო ქართლში,გარეკახეთში,შირაქში,თბილისის მიდამოებში.
უყვარს მშრალი,გვალვიანი,ველის ან ნახევრად უდაბნოს მცენარეულობით დაფარული ადგილები.
არის ცოცხალმშობიარე და აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში შობს 20-მდე ნაშიერს.

user posted image კასპიური გეკონი – cyrtopodion caspius

საშუალო ზომის გეკონი, რომლის სიგრძე 15-17 სანტიმეტრს აღწევს (კუდის ჩათვლით). როგორც გეკონების უმეტესობა, კასპიური გეკონი სანადიროდ საღამოს გამოდის. სამაგიეროდ, ბევრი გეკონისგან განსხვავებით, ამ სახეობას არ შეუძლია ვერტიკალურად განლაგებულ შუშაზე აძვრომა. ტანი, რომელიც მცირე ზომის ხორკლებით არის დაფარული ძირითადად ნაცრისფერია, 5, ან 6 შავი ზოლით. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. რაც შეეხება კვებას, რაციონს შეადგენენ მწერები და ობობისებრნი.

ვიტყვი ორიოდე სიტყვას პირადი გამოცდილებიდან. სახლში ყოლის დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაიმე სამალავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ისტრესებიან. სასურველია ერთად რამოდენიმეს ყოლა. \

user posted imageსაქართველოში ბინადრობს შავი ზღვის მდინარეების ბასეინებში და მიმდებარე ტყეებში. სადაც დღისით იმალება სოროებში.
ზომა – 10 სმ-მდე.
შეფერილობა – კარაპაქსის (ჯავშანი) ზედა ნაწილი ლურჯი, ან იასამნისფერია. ფეხები მუქი წითელი ან ბორდოსფერი. ქვედა ნაწილი ღია კრემის, ან თეთრია.
რაციონში შედიან მოლუსკები, მწერები, ცოცხალი, ან მკვდარი თევზი, წყალმცენარეები.

მე პირადად საკმაოდ ბევრი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მყავს ნანახი. smile.gif რეალურად უფრო მკვეთრი შეფერილობა აქვთ, ვიდრე ფოთოზე.

user posted image
user posted imageგიგანტური მეღამურა-nyctalus lasiopterus

საქარღველოში გავრცელებულია ბორჯომის ხეობასა და აფხაზეთში( user.gif ).
ბინადრობს ტყეებშიც და კულტურულ ლანდშაფტებშიც.თავს აფარებს ხეების ფუღუროებში.

user posted image
გრძელფრთიანი ღამურა-miniopterus schreibersi
ჩვენთან არის თბილისსა და მის მიდამოებში,ზუგდიდის შემოგარენში,აჭარაში. ესეც ნანგრევებში,სხვენში,გამოქვაბულებსა და ფუღუროებში ცხოვრობს.

user posted imageმეჰელის ცხვირნალა-rhynolopus mehelyi
საქართველოში მარტო მცხეთაში ყოფილა რეგისტრირებული.

user posted imageბინადრობს დასავლეთ საქართველოში და გავრცელებულია ლაგოდეხამდე.
მაქსიმალური სიგრძე – 17 სმ. (კუდის ჩათვლით).
რაციონი – უხერხემლოები და მწერები.

user posted image ზეთისხილისფერი მცურავი – Coluber najadum

ზომა – 180 სმ-მდე
შეფერილობა – დასახელებიდან სჩანს, რომ ზეთისხილისფერია, ხანდახან მომწვანო, ან მოყავისფროც. კისერის არეში აქვს მუქი ფერის კოპლები, რომლებიც გარშემორტყმულია ყვითელი რგოლებით. თუმცა სურათიდან ჩანს, რომ არსებობს შეფერილობის რამოდენიმე ვარიანტი.
ბინადრობს პრაქტიკულად მთელ საქართველოში, ძირითადად ველებში და მშრალ ადგილებში, თუმცა შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე ბინადრობს სუბტროპიკულ ტყეებში, სადაც იმალება გვიმრებში.
ზეთისხილისფერი მცურავი ზაუროფაგია, ანუ რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ხვლიკები, იშვიათად მცირე ზომის მღრღნელები და კალიები.
კვერცხმდებია.

user posted image ამიერკავკასიური მცურავი/მცოცავი – Elaphe hohenackeri

შეყვანილია წითელ წიგნში და საქართველოს ტერიტორიაზე დაცულია ბორჯომის, ლიახვის და საგურამოს ნაკრძალებში.

შეფერილობა – ნაცრისფერი, ან მოყავსიფრო ტანი, მუქი კოპლებით.
იკვებება მღრღნელებით, ფრინლევების კვერცხებით და ბარტყებით. იშვიათად ხვლიკებით.

user posted imageდიდი თეთრი ყანჩა.
რიგი-ლაკლაკისნაირნი-ciconiiformes
ოჯახი-ყანჩასებრნი-ardeidae

საქართველოში ცხოვრობს(-და ყოველ შემთხვევაში) ჯავახეთში, კოლხეთის დაბლობზე.

მიმაგრებული სურათი

 ჭრელი მორიელი (Buthus eupeus), რომელიც აქეთ, ჩვენსკერნ ბინადრობს smile.gif მცხეთაში, კოჯორში და ა.შ.
ძალიან საინტერესო არსებაა smile.gif სხვა buthus-ებთან შედარებით ძალიან აგრესიულია. მაგრამ ამ ოჯახის მორიელების წარმომადგენლებს არ გააჩნიათ სასიკვდილო შხამი (რა თქმა უნდა ალერგია თუ არ გაქვთ მის შხამზე).

user posted imageცხვირრქოსანი გველგესლა-vipera ammodytes

საქაპთველოში ყოფილა თრიალეთისა დამესხეთის ქედებზე,სამხრეთით ვრცელდება აჭარამდე და ახალქალაქამდეო. ვერტიკალურად გავრცელებულია 1700მ-ზე ზღვის დონიდან.
ბინადრობს მთების ქვაღორღიან კალთებზე,მთის ტყეებში,ბუჩქნარებში,ადამიანის საცხოვრებლის ახლოს. შეუღლება ხდება მარტ-აპრილში. აგვისტოს დამლევს-სექტემბრის შუა რიცხვებამდე დედალი შობს 20-მდე ნაშიერს,რომელთა სიგრძე 20-23 სმ-ია.

user posted imageეს ბიგაა. რადეს ბიგას ვეძებდი და ბოლოს უბრალოდ ბიგას დავჯერდი.
საქართველოში გავრცელებულია ქუთაისის,ბაკურიანისა და ლაგოდეხის მისადგომებში,შავი ზღვის სანაპიროზე,ვარტიკალურად აღწევს ტყის ზონის ზედა საზღვრამდე.
ბინადრობს ტყეებში,ნოტიო ადგილებში,წყალსატევების მახლობლად,ზოგჯერ ეზოებშიც.

user posted image

საქართველოს ფაუნის ერთ-ერთი წარმომადგენელი – Steatoda paykulliana, ანუ იტალიური სტეატოდა, რომელსაც ხშირად მსგავსობის გამო კარაკურტს ეძახიან, ამიტომ სტეატოდების ამ წარმომადგენელს ინგლისურენოვან ქვეყენებში false black widow-ს ეძახიან, ანუ ცრუ კარაკურტი.

ეს ობობა, კარაკურტების ახლო ნათესავია. აქვს იგივე ზემოქმედების შხამი – ნეიროტოქსინი. თუმცა მათი შხამი ბევრად უფრო სუსტია და ამიტომ ადამიანებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
გავრცელებულია მთლიან საქართველოში, გარდა მთიან რეგიონებსა. ბინადრობენ ფაქტიურად ნებისმიერ ადგილებში – სახლებში, სარდაფებში. მინდვრებში და ა.შ.
ამ ობობისთვის დამახასიათებელი ნიშანია მათი ორნამენტი მუცელზე. დედლები მამლებისგან ადვილად განირჩევიან ზომით და წითელი ფერით, მამლებს მუცელზე თეთრი, იშვიათად ყვითელი ზოლები გააჩნია. ხვდება ზოგი ეგზემპლარი, რომლებსაც არ აქვთ ზოლი მუცელზე.
გამრავლების დროს დედალი კვერცხებს ფუთავს 3 პარკში, საიდანაც რამოდენიმე კვირის შემდეგ იჩეკებიან ასობით, თუ არა ათასობით პატარა ობობები.
სამწუხაროდ მხოლოდ 1,5 წელი ცოცხლობენ mo.gif

user posted image

user posted image

user posted image

მოლაღური
ჩვეულებრივი მოლაღური ტროპიკული მოლაღურების ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროებშია გავრცელებული. მისი ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უმეტეს ნაწილს და სამხრეთ-დასავლეთ აზიას, დასავლეთ ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით ენისეის ზემო დინებამდე. ჩრდილოეთი საზღვარი გადის შვეციისა და ფინეთის სამხრეთი რაიონებიდან ციმბირში-ტობოლსკსა და ენისეისკზე. სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ არაბეთში სპარსეთის ყურესა და ინდოეთში.ტიპიური გადამფრენი ფრინველია. საქართველოში მოიპოვება ყველგან , როგორც მობუდარი ფრინველი. მოლაღური უპირატესად სახლდება დაბლობი ზონის ნათელ , გამეჩხრებულ ტყეებში, კორომებში, ბაღებში, პარკებში,განმარტოებით მდგომ ხეებზე, ჭალებში, ხელოვნურ ქარსაცავ ზოლებში. ეტანება მუხნარებს , ტირიფნარებს, ხეხილის ბაღებს და სხვა ფოთლოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ მოლაღური მკვეთრი შეფერილობისაა, ბუნებაში მისი შემჩნევა საკმაოდ ძნელია. ძალიან მშიშარა და ფრთხილი ფრინველია, ამიტომ ყოველთვის ხშირად ფოთლებში იმალება ბუდესაც იქვე იშენებს. მონოგამია, ბუდეს ორივე სქესის ფრინველი აგებს, ის წარმოადგენს წვრილ ტოტებზე ოსტატურად დაკიდებულ რბილ პარკს, რომელიც ლაფნის, ხმელი ბალახის, მატყლის, ბუმბულისა და სხვა რბილი მასალისგანაა ამოშენებული.წელიწადში ერთხელ მრავლდება, დებს 4 კვერცხს, კრუხად მეტწილად დედალი ჯდება, ხოლო მამალი ამ დროს კვებავს მას. საინკუბაციო პერიოდი 13-15 დღეს გრძელდება. ზრდასრული მამალი ძალიან ლამაზი კონტრასტული შეფერილობისაა. მას მხრები, ფრთები და სამკუთხა ლაქა კუდზე შავი აქვს, დანარჩენი ნაწილი მთლიანად მუქი ყვითელი. ამ ორ ფერს ეფექტურად ეხამება მოშინდისფრო წითელი თვალები მოწითალო რქისფერი ნისკარტი. დედალი ფრინველი შედარებით მიკრძალებული შეფერილობისაა. ის ზემოდან მომწვანო-ყვითელია, ყელი და კისერი მორუხო აქვს, ხოლო დანარჩენი ნაწილი- ძალიან ღია ყვითელი. მოლაღური ძირითადი საკვები დიდი ზომის მწერები, მათი ლარვები და მუხლუხოებია, რომელთა შორის ისეთებიცაა, რომლებსაც სხვა ფრინველები არ ეტანებიან და ტყის საშიში მავნებელია. ზაფხულის მიწურულს ხილსა და კენკრასაც კენკავენ, განსაკუთრებით უყვართ ბალი, თუთა და მსხალი. მოლაღური მეტად სასარგებლო ფრინველთა რიცხვს მიეკუთვნება, რადგან ანადგურებს ტყის მავნებლებს. აქვს დიდი ესთეტიკური მნიშვნელობაც. კარგი მგალობელია. გალობის დროს მკვეთრად ისმის “ბიჭო გოგია” და ლამაზი ფლეიტისებური წანამგერი “ფიუ-ფიუ-ფიუ”, რომელსაც ხალხი ამსგავცებს კითხვას “სადა ხარ?”

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

user posted image

სავარცხლიანი ტრიტონი - (Triturus karelinii) - Iranian(Karelin’s) crested newt
გავრცელებულია ბალკანებზე, თურქეთში, კავკასიასა და ირანში.
აღწერა: ზრდასრული ტრიტონების საერთო სგრზე 12-16 სმ. კუდი სხეულზე მოკლეა. კუდი გვერდებიდან შებრტყელებულია. მუცელი ნარინჯისფერი, დიდი ზომის, უსწორმასწორო ფორმის სავი ხალებითაა დაფარული. გამრავლების პერიოდში მამრებს გააჩნიათ ხალებიანი სავარცხელი.
ცხოვრების ნირი: წყლისმცენარეებიტ მდიდარი წყაკლსატევი ტყის სარტყელში. გამრავლების პერიოდს(აპრილი-ივნისი) და ზამთარს (ზოგჯერ) წყალში ატარებენ.

user posted image

მიმაგრებული სურათი

user posted image

რუხი ყანჩა – Grey heron – Arden cinerea
ს.90-98, ფ.ს 150-175 სმ.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული ყანჩაა. გამოირჩევა გრძელი კისრითა და ფეხებით და ძლიერი ნისკატრტით. სხეულის ქვედა ნაწილი და კისერი მოთეტღოა, ზედა კი – რუხი.დამახასიათებელია შავი ქოჩორი და ამავე ფერის ლაქები ყელის მთელ დაყოლებაზე.
დიდი ზომის მიუხედავად საკმაოდ ძნელად შესამჩნევია, როცა სრულიად გაუნძრევლად ზის ხეზე ან ჩალიანების პირას. ფრენისას თავი და კისერი მხრებთან ააქვს შეწეული.ფრთებს რეგულარულად და ღრმად იქნევს.
გვხვდება თითქმის ყველგან, სადაც წყალია, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში. ბუდობს ხეებზე კოლონიურად.
საქართველოში მობინადრეა.

user posted image

user posted image

ქარცი ყანჩა – Purple heron – Ardea purpurea

ს.78-90, ფ.ს. 120-140
რუხ ყანჩაზე ოდნავ მცირე ზომისაა. აქვს შედარებით ვიწრო კისერი და თავი. ბუმბულის საფარველი მუქია, მრავალფეროვანი ტონალობის. ზრდასრულის ნისკარტი ყვითელია, ქარც თავსა და კისერზე შავი ზოლები დასდევს. თავზე ნათლად ეტყობა შავი ფერის ქოჩორი.
ფრენისას რუხ ყანჩას წააგავს, თუმცა მისგან გამოირჩევა კისრის ნაკეცით, რომელსაც უფრო კუთხოვანი ფორმა აქვს და ძალზე გრძელი შუა თითით. ღია ადგილზე იშვიათად გამოდის. უპირატესობას ანიჭებს ლერწმით და სხვა ხშირი მცენარეულობით დაფარულ ადგილებს.
საქართველოში ცნობილია, როგორც მიმომფრენი სახეობა.

user posted image

user posted image

user posted image

დიდი თეთრი ყანჩა – Great white egret – Egretta alba

ს. 46-52, ფ.ს. 140-170სმ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყანჩაა. ფორმით მცირე ტეთრ ყანჩას წააგავს, რომელიც მას ბევრად ჩამორჩება ზომაში, თუმცა განსხვავდება კიდეც მისგან პროპორციულად მოკლე ნისკარტით და გრზელი კისრით. ფრინველი ყოველთვის თეთრი შეფერილობისაა. გამრავლების პერიოდში ყვითელი ნისკარტი და ფეხების გარკვეული ნაწილი უშავდება. ზურგის მხარეს კი უვითარდება გრძელი ბუმბულების კონები, რომლებიც კუდის ქვემოთ ჩადის.
ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ხშირი მცენარეულობით დაფარულ ნაპირებზე, მისი ნახვა მინდვრებშიც შეიძლება, სადაც უმთავრესად მღრნელებით იკვებება.
საქართველოში მობინადრეა. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში

user posted image

user posted image

არჩვი – Chamois – - Rupicapra rupicapra

არჩვი (ფსიტი) მაღალი მთების ჩლიქოსანია. ბინადრობს ტყის სარტყელის ზედა ნაწილის, სუბალპური და ალპური სარტყლების კლდიან ადგილებში. ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე.
გავრცელებული იყო მთელს კავკასიონზე, ლიხის, მესხეთის ქედებს და აჭარის მთიანეთში. ამჟამად არჩვი შემორჩენილია მცირე პოპულაციების სახით კავკასიონზე(სვანეთიდან ლაგოდეხამდე), მესხეთის ქედზე შემორჩენილია ბორჯომის ნაკრძალში, აჭარია მთიანეთში. სამხრეთის პოპულაცია ძალზედ მცირერიცხოვანია და ემუქრება გაქრობის საფრთხე. ლიხის ქედზე მთლიანად განადგურებულია.
ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 70-80 სმ,სხეულის სიგრძე 125-135 სმ. წონა მამრ. 30-50 მდედ. 25-42 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც(7-10 sm). ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicarpa caucasica),
არჩვი დილით და საღამოთი გამოდის საძოვრად და უმთავრესად იკვებება ალპური ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. იგი მეტისმეტად ფრთხილი ცხოველია. ძოვის დროს ხშირად თავს მაღლა სწევს და მიდამოს ათვალიერებს. თუ ყური მოჰკრა რაიმე საეჭვო ხმაურს, ქანდაკებასავით გაირინდება და დიდხანს ასე დგას, ხიფათის შემთხვევაში გამოსცემს საგანგებო სტვენას, მაშინვე მთელი ფარა დაიქსაქსება და გაქცევით შველის თავს.
არჩვი ნოემბერში მაკეობს. მაის-ივნისში შობს ერთ ან იშვიათად ორ თიკანს. როგორც დედალ, ისე ვაც არჩვს პატარა, ლამაზი, ბოლოში მოხრილი რქები აქვს. ამიტომ ნადირობის დროს ძნელია მისი სქესის გარჩევა.

მიმაგრებული სურათი

პირიმზე – Phelypaea coccinea (Dyphelypaea coccinea)
იშვიათი მცენარეა, რომელიც კავკასიასა და წინა აზიაშიის მთებშია გავრცელებული(თურქეთი). პირიმზე ქლოროფილს არ შეიცავს და საკვების მისაღებად სხვა მცენარეების ფესვებზე პარაზიტობს. ყვავილობს გაზაფხულ-ზაფხულში.

შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში სტატუსით (EN).

მიმაგრებული სურათი

caucasica
კი, სწორედ, რომ ის ცნობილი პირიმზეა. ასევე სწორედ ეს პირიმზეა მოხსენიებული ვაჟას შემოქმედებაში. როგორც სურათიდან ჩანს, ძალზე ლამაზი ყვავილი აქვს – დიდი და მკვეთრი წითელი. საერთოდ, პირიმზის მონათესავე მცენარეები (ოჯახი Orobanchaceae) ყველანი ძალიან ლამაზი პარაზიტები ან ნახევრადპარაზიტები არიან, მაგრამ პირიმზე მაინც ყველასგან გამორჩეულია!

ისე, საქართველოში უამრავი ლამაზყვავილიანი მცენარე იზრდება. ახლა გაზაფხულია და თბილისის მიდამოებში რომ გაისეირნოთ შაბათ-კვირას ნახავთ იებს, ყოჩივარდებს, თეთრყვავილებს… მე გირჩევთ კუს ტბის მიდამოებს ამ სილამაზის სანახავად. ჰოდა, თუკი კუს ტბიდან ტბის სამხრეთით მდებარე მთისაკენ აიღებთ გეზს, შეიძლება ეს ლამაზი მცენარეც შენიშნოთ – Ophrys. ზუსტ სახეობასა და მის ქართულ სახელს ძალიან გთხოვთ, ნუ მკითხავთ smile.gif
Ophrys ორქიდეების მონათესავე მცენარეა და ხმელთაშუაზღვეთშია გავრცელებული. ძალაინ საინტერესო გამრავლება ახასიათებს – როგორც სურათიდან ჩანს, მის ყვავილს მწერის (ხოჭოს) ფორმა და შეფერილობა აქვს. ყვავილობის დროს მცენარე გამოყოფს მდედრი ხოჭოსათვის დამახასიათებელ ფერომონებს, რითაც მამრი ხოჭოს ყურადღებას იმსახურებს. მამრი ხოჭო “ცრუ მდედრი ხოჭოს” უფრო კარგად გაცნობის მიზნით ჯდება ყვავილზე – სწორედ ამ დროს Ophrys-ის პოლინია, რომელიც მცენარის გამრავლების მამრიბით უჯრედებს შეიცავს, ეკვრის ხოჭოს ზურგზე. როდესაც პოლინიამიმაგრებული ხოჭო სხვა Ophrys-ით ანუ “ცრუ მდედრი
ხოჭოთი” დაინტერესდება და ყვავილზე დაჯდება, მის ზურგზე მიმაგრებული პოლინია ავტომატურად ეკვრის ყვავილის ბუტკოს (გამრავლების მდედრობით ორგანო), ანუ ხდება დამტვერვა. საერთოდ, ყველა Ophrys-ი კონკრეტულ ხოჭოს სახეობასთანაა შეგუებული, ამიტომაც ამ მცენარის დასაცავად აუცილებელია შესაბამისი სახეობის ხოჭოს დაცვაც.

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი

user posted image

user posted image

კრაზანაჭამია – Honey Bazzard – Pernis apivorus

ს. 52-60 ფ.ს. 135-150სმ.
ჩვეულებრივ კაკაჩას წააგავს, მაგრამ უფრო გრძელი და ვიწრო კუდი აქვს. პატარა თავი, რომელიც გუგულისას ჰგავს, მამრს ნაცრისფერი აქვს, მდედრს კი – ყავისფერი. სხეულის ქვედა ნაწილის შეფერილობა ცვალებადობს. თუმცა უმრავლესობა დაზოლილია და მტევნების ადგილას შავი ლაქები ეტყობა. კუდზე სამი მუქი ზოლი გასდევს, ორი ვიწრო – დასაწყისში გა ერთი განიერი – ბოლოში. ახლო მანძილზე შესამჩნევია ყვითელი თვალებინ და ნაცრისფერი ცვილანა. კაკაჩასგან, განსხვავებით, არასდროს ჩერდება ჰაერში ერთ ადგილას. როგორც სახელი მიუთითებს, იკვებება კრაზანებით, ზოგიერთი სხვა სიფრიფანფრთიანებით და მათი ლარვებით, რომელთა ბუდეებს მიწიდან თხრის.. საქართველოში მობუდარია.

მიმაგრებული სურათი

ესაა ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული მცენარე მსოფლიოში და თანაც, როგორც ამბობენ “”ცოცხალი ნამარხი”, რომელსაც მხოლოდ ორი ერთმანეთის მოპირისპირო ფოთოლი აქვს და მეტი არაფერი!!!! მართალია, კავკასიის ფლორის 25% პროცენტი ენდემია lol.gif და ჩვენ, ასე რომ ვთქვათ, ვერავინ გაგვაკვირვებს, მაგრამ, მინდა ავღნიშნო, რომ ეს მცენარე მაინც განსაკუთრებულია. მხოლოდ აფრიკაში – ნამიბიასა და ანგოლაში იზრდება, ცოცხლობს 2000 წლამდე.

რახან ენდემებზე და რელიქტებზე დავიწყეთ საუბარი, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ტყეებშიც მოგვეპოვება ეს სიმდიდრე. მაგალითად ძელქვა – მცენარე, რომელიც გამყინვარებამდე ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში. ახლა იგი მხოლოდ კუნძულ კორსიკაზეა შემორჩენილი. საქართველოს გარდა იზრდება თალიშსა და იაპონიაში, სადაც მისგან ბონზაის აკეთებენ. ეს მცენარე, როგორც ჩანს, ჭალის ტყის ელემენტია, მაგრამ ალბათ დიდხანს დატბორვას ვერ იტანს და მდინარისაგან დაშორებულ ადგილებში იზრდება მაგ. აჯამეთის ნაკრძალი. ძელქვის ეკოლოგია არაა შესწავლილი და ამიტომაც ძნელია დაზუსტებით იმის თქმა კოლხეთის დაბლობზე იზრდებოდა თუ არა… მაგრამ ერთი რამ კი ნათელია – ძელქვა დღეს, (ყოველ შემთხვევაში ბოლო 10 000 წლის განმავლობაში) ივრის ჭალის ტყეში არ იზრდება!!!!!!!!!!!!!!!!!!!
და კიდევ ერთი რამ – ეს რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია! ივრის ჭალის ტყეში მოზარდ ხეებს შორის მოხსენიებულია Populus hybrida ანუ ჰიბრიდული ვერხვი. თავად ეპითეტი ჰიბრიდული მიგვანიშნებს ამ მცენარის ჰიბრიდულ (ნაჯვარი) წარმოშობაზე, მაგრამ, ქართული უბადლო “ნიჭის” წყალობით, სინამდვილეში საქმე უფრო რთულად ყოფილა ვიდრე მეგონა: ეს სახეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში “სარეველადაა” მოხსენიებული და კანონითაც ბევრ ქვეყანაში მისი დარგვა აკრძალულია (ისკიარადა, ვერხვების დარგვისას გენეტიკურ მარკერს იყენებენ სახეობის ზუსტად დასადგენად, რომ შემთხვევით არ შეეპაროთ ჰიბრიდული ვერხვი) საქართველოში მესამეულ რელიქტადაა აღიარებული help.gif

user posted imageენოტი – Procyon lotor

ოჯახი: ენოტისებრნი (Procyonidae)
გვარი: ენოტი (Procyon)
სახეობა: ენოტი (Procyon lotor)

მოკლე აღწერილობა:სხეულის სიგრძე 45-60 სმ.
კუდის 25-38 სმ.
წონა ზაფხულში 4-6 კგ.
მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან.

გავრცელება:
გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
შეყვანილია გერმაიაში და აზერბაიჯანში, ბელორუსიაში ყირგიზეთში უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად იგი ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში ზაქათალა-ნუხის ველზე საიდანაც შემდეგ შემოიჭრა საქართველოში. გავრცელდა ალაზნის ველზე, ივრის ზეგანზე და შირაქში. ენოტისებრი ძაღლის მსგავსად საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქათმისნაირების ზოგიერთ სახეობას (კაკაბი, გნოლი, მწყერი, ხოხობი და სხვა . მას მოიპოვებენ დაღესტანში, საქართველში, ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, კაბარდო ბალკარიაში და სტავროპოლის მხარეს აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა.

ჰაბიტატები:

ენოტისთვის განსაკუთრებით გამოსადეგი ჰაბიტატებია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროებიანი ხეებით და მეჩხერი მაგრამ არა მშრადი წყალსატევებით. ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. იგი გვხვდება აგრეთვე ტყის კუნძულებში რომელთან ახლოსაც მდებარეობს ხორბლის, ბრინჯის, ყანები და ხეხილის ნარგავები.

user posted imageცხოვრების ნირი:
სიცოცხლის ნახევარს ხეზე ატარებს. სწრაფი სირბილი და დიდხანს არ შეუძლია. გამოდევნებისას იგი ცდილობს თავი ხეს შეაფაროს. შუძლია თავქვე დაეშვას ხიდან. ტოტიდან ტოტით იგი დადადის ხოლმე ერთი ხიდან მეორეზე. კარგად დაცურავს. განსაკუთებით აქტიური ღამე. დღის განმავლობაში იგი ისვენებს თავის ბუნაგში. უპირატესობას ანიჭებს ფუღუროებს, რომელიც მდებარეობს 10 მ-ის სიმაღლეზე. ენოტი თავის ბუნაგს იყენებს მთელი წლის განმავლობაში. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არის ღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძლება. ზამთრისათვის იდებენ ქონს და მისი მასა აღწევს მთლიანი ცხოველის 1/3-ს. თბილ, უთოვლო ზამთარში იგი არ იძინებს.
ენოტის ნაკვალები შეიძლება შეგვხვდეს მდინარეების პირას, ტყეში, დამშრალ გუბეებში, ხიდების ქვეშ და სხვ.

user posted imageკვება:
ენოტი ნამდვილი ევრიფაგია. იგი მოიპოვებს საკვებს მიწაზე, წყალში და ხეებზე. ძირითადი საკვების არ არსებობის შემთხვევაში იგი ადვილად გადაერთვება სხა საკვებზე. ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავს წყალში. ზოგჯერ იკვებება ფუღუროში ან ხეზე მჯდომარე.

user posted image
გამრავლება:
ენოტი მონოგამია. წყვილდება თებერვალში, ზოგ ადგილებში აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, რომელსაც თან ზდევს მამარების სასიყვარულო ყვირილები. ორსულობა გრძელდება დაახლოებით 63 დღე. მდედრი შობს 2–6, 80 გრ. წონის ნაშიერს . იბადებიან ბრმები და თვალს ახელენ დაახლოებით 20 დღის ასაკში. ერთი თვის ასაკში, ისინი გარდა დედის რძისა იკვებებიან სხვა საკვებითაც. ოჯახი იყოფა მეორე წელს, მძუნაობის დაწყების წინ, რომელშიც მონაწილეობენ წინა წელს დაბადებული მდედრებიც. მამრები მწიფდებიან ერთი წლით გივიან. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია.

გამოყენებული მასალა: აფთარი, გიურზა და სხვები.. NACRES, 2002, Tbilisi.
http://www.nacres.org/g_index.html

user posted image
user posted image

user posted image
* * *
user posted image
* * *
Musca domestica შედის ორფრთიანების როგში სადაც 200000-მდე სახეობაა. ბუზი მათ შორის ყველაზე საყვარელია, განსაკუთრებით ცხვირზე რომ აჯდება ადამიანს.
მრავლდება ძალიან სწრაფად. ერთ ჯერზე შეუძლია დადოს 8000 კვერცხი, საიდანაც 2-3 დღეში ახალი ბუზი მოგვევლინება. საკმაოდ რთული სასიცოცხლო ციკლი აქვთ, თუმცა ეს ხელს არ უშლით გამრავლებაში. ახალი დაბადებული ბუზი 1 კვირაში თვითონ იწყებს გამრავლებას და ყოველ მომდევნო კვირას დებს კვერცხებს.
ამ სიკეთესთან ერთად შეუძლია დაახლოებით 100-დე ადამიანის დაავადების გადატანა. მამრი რამდენიმე საათიანი დევნის შემდეგ 3 საათის განმავლობაში (მაქსიმუმ) ჟ….ს მდედრს. ამის შემდეგ კი ბედნიერეად აჯდებიან ყველაფერს, მათ შორის ადამიანის ცხვირსაც. თუმცა ისევე იოლად იხოცებიან როგრც მრავლდებიან. ერთ სეზონზე ყველა ბუზი რომ გადარჩეს, დედამიწაზე ადგილი აღარ დარჩება ადამიანს დასამარხად. ასე რომ შეგიძლიათ იმდენი ხოცოთ რამდენიც მოგინდებათ.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ფალანგა – Фаланги – сольпуги – Solifugae

ფალანგა გაერთიანებულა ობობასნაირთა კლასში…
საყოვლთაოდ გავრცელებულია აზრი რომ ფალანგები შხამიანია, მაგრამ ფალანგა შხამიანი არაა, ფალანგას აქვს საკმაოდ მძლავრი хелицерах სტილეტები, რომლითაც საკმაოდ მძიმე ჭრილობებს აბენებს მოწინააღმდეგეს და მსხვერპლს… ფალანგები იკვებებიან სხვადასხვა მწერებით, ლპობადი პროდუქტებით, მძორით ამოიტომ მის სტილეტენბზე ხშირად რჩება საშიში ბაქტერიები, ან მსხვერპლის შხამი რომლებმაც კბენის შედეგად შეიძლება ჭრილობაში შეაღწიონ და დაინფიციირება გამოიწვიოს…ადამიანს ჭრილობა (დაუზიანოს კანი) მხოლოდ მოზრდილი ფალანგას ნაკბენმა მიაყენოს
ფალანგები ზომაში შეიძლება 50-70მმ-იყოს..
ფალანგები ცხოვრობენ მშრალ და ცხელ ადგილებში, ძალიან მოძრავი და საკმაოდ სწრაფები არიან..
ჩემდა სამწუხაროდ საქართველოში გავრცელებული სახეობის სახელი არ ვიცი

მიმაგრებული სურათი

მუხნარი ტყეები, რომელიც შექმნილია ქართული მუხით (Quercus iberica უფრო სწორად კი Quercus petraea subsp. iberica) ეს ტიპი ძირითადად აღმოსავლეთ საქრთველოში გვხვდება და მშრალ ადგილებს იკავებს, ხშირად სამხრეთ ფერდობებს. ტყის ეს ტიპი ყველაზე მეტადაა გაჩეხილი, რადგანაც ის ადგილები სადაც მუხნარი იყო გავრცელებული ამჟამად ადამიანითაა დასახლებული. მისი გაჩეხვის ადგილას განვითარებულია ბუჩქნარი ე.წ. შიბლიაკი. ასეთი ბუჩქნარი თბილისის გარშემო უხვადაა განვითარებული. ქართული მუხის ფოთლები ყუნწიანია, ხოლო რკო კი მჯდომარე. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ანუ როცა ფოთოლი მჟდომარეა და რკო კი ყუნწიანი, საქმე გვაქვს სხვა სახეობასთან, რომლიც ქართულ ბოტანიკურ ლიტერატურაში სულ ცოტა ორი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი – Quercus imeretina და Quercus pedunculiflora, რაც სინამდვილეში ალბათ ევროპაში ფართოდ გავრცელებულ Quercus robur-ად უნდა განვიხილოთ… ეს უკანასკნელი წინამორბედისაგან (ანუ ე.წ. ქართული მუხისაგან)ეკოლოგიურადაც განსხვავდება – კეძოდ ძირითადად ჭალის ტყეებში გვხვდება. დასავლეთში მაღალი ტენიანობის გამო მთისწინების ტყეებშიც შეიძლება შეგვხვდეს. დანარჩენ მუხებზე კი სხვა დროს დავწერ. სხვათაშორის რას ნიშნავს ტურგაის თუ ტუგაის ტყე, იქნებ ამიხსნათ საიდან მოდის ეს ტერმინი? როგორც ვიცი, ტურგაი ესაა ადგილი ყაზახეთში და პირველად ეს ტერმინი ტრიშტოფოვიჩმა გამოიყენა თუარ ვცდები მიოცენური ტყის დასახასიათებლად… რა შუაშუა ეს ტყე დღევანდელ საქართველოსთან?

user posted image

user posted image

რემეზი – Penduline Tit – Remiz pendulinus

მცირე ზომის წივწივისმაგვარი წვრილნისკარტა ფრინველია. თავი და ყელი მოთეთრო-მონაცრისფროა. შუბლიდან ყურის მფარავი ბუმბულებისკენ ფარო შავი ზოლი მიემართება, რომლებიც მდედრებს შედარებით მოკლე აქვს. ზურგი წაბლისფერია, სხეულის ქვედა ნაწილი-მოყვითალო მოთეთრო.

უმთავრესად მდინარეთა ჭალებში ბინადრობს, სადაც ბუდეს წყლის თავზე გადაზნექილ წვრილ ტოტებზე იკეთებს. იშვიათად მშრალ ადგილებშიც ბუდობს. ძალიან საინტერესო ბუდე აქვთ: ტომრისებური ფორმის ბუდეს ზედა მხრიდან მილის მსგავსი შესასვლელი აქვს. საქართველოსი მობუდარია.

user posted imageuser posted image

user posted image

user posted image

user posted image

ჩვეულებრივი ქამა – Agaricus compester
user posted image

შხამიანი სოკოები “ქამას მატყუარები”
Agaricus xanthoderma
user posted image

user posted image

Agaricus meleagris
user posted image

user posted image

ქამა-სოკო გვხვდება მინდორში, მდელოებზე, საცხოვრებელი სახლის ახლოს, აგრეთვე შავმიწანიადაგიან ტყეებში. ასევე ხელოვნურადაც აშენებენ.
მას ქუდი მთლიანად თეთრი აქვს 8-10სმ (20სმ) დიამეტრი. ნორჩი ქამა სოკოს ქუდი ბურთივით მრგვალია, მომწიფებულისა კი-მომრგვალო ბრტყელი. ფეხის ზომა 6-10სმ-ია.ჩვენში ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი ქამა Agaricus compester და მინდვრის ქამა Agaricus arvensis
ამ სოკოს უმთავრესად მოხრაკულს ჭამენ, ტუმცა მარილ მოყრილი უმადაც გემრიელია  lol.gif  :wink: .
ქამასოკოს ოჯახში გაერთიანებულია 60 მდე სახეობა და აქედან მხოლოდ 2-ია შხამიანი Agaricus meleagres და Agaricus xanthoderma.
შხამიანი სოკო საჭმელად ვარგისისგან იმით განსხვავდება, რომ ფეხის ძირში ბუდე აქვს, ხოლო მისი ქუდის ქვედა მხარეზე განლაგებული ფირფიტები თეთრია, მაშინ როდესაც ქამა-სოკოს ეს ფირფიტები მკრთალი ვარდისფერი აქვს, რომლებიც შემდეგ მუქდება, ბოლოს კი მუქი ყავისფერი ხდება.

user posted image

კავკასიური სალამანდრა – Mertensiella caucasica

საქართველოში გვხვდება აჭარა-იმერეთის ქედზე და თრიალეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში(ბორჯომ_ხარაგაულის ეროვნულ პარკში). ბინადრობს ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში, მცირე ზომის წყაროების მიდამოებში, ტენიან ადგილებში.
ჩვენი ენდემია…
შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში სტატუსი მოწყვლადი VU( IUCN)
კვერცხისმდებელია , ივნისის დასაწყისში ჰყრის 90-მდე დიდი ზომის ქვირითს..
საფრთხეები რომლებიც ემუქრება კავკასიურ სალამანდრას: პირველადი ტყის გაკაფვა მცირე კავკასიონზე, სალამანდრას არსებობისათვის აუცილებელია მოზრდილი ხეების არსებობა, რომლებიც ტენიან ჰავას ინარჩუნებენ. მორების თრევა წყაროების გასწვრივ, რაც ანგრევს სალამანდრას თავშესაფარს და იწვევს კვერცხების და ლარვების განადგურებას.

user posted image

user posted image

გიურზა – Vipera lebetina obtusa

საქართველოში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე ძლიერი შხამის მქონე გიურზაა!!!
ამ გველის შხამი, თუ მისი საწინააღმდეგო ღონისძიებანი* დროულად არ იქნა გატარებული, ადამიანისათვის სასიკვდილოა.(გიურზას ნაკმენმა მოზრდილებში შეიძლება მძიმე მოვლენები გამოიწვიოს, ხოლო ბავშვისათვის კი სასიკვდილოც იყოს)
გიურზას შხამი მსხვერპლის სისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა..
მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ია. ფერი ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო ელფერით. ზემოდან უფრო დიდი ზომის ლაქებია ვიდრე გვერდებზე. გიურზა კარგადაა შეხამებული საბინადრო გარემოს.
გიურზა შეწყვილების პერიოდია მაისის პირველი ნახევარი , გაზაფხულზე დებს 15-118 კვერცხს, პატარები აგვისტო სექტემბერში იჩეკებიან. ამიერკავკასიური გიურზას აქტიურობა მარტის ბოლოს და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ძირითადად იგი ღამის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.
იგი გვხვდება შირაქში, ელდარში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში..

მიმაგრებული სურათი

user posted image

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

შველი – Western roe deer – Capreolus capreolus

საქართველოში გავრცელებულია ევროპული შველი და გვხვდება თითქმის მთელს ტერიტორიაზე გარეჯის უდაბნოს და ივრის ზეგანის გარდა. აფხაზეთში გვხვდებოდა ციმბირული შველი, რომელიც გამოირჩევა შედარებით დიდია ზომებით.
შველი. ირმების ოჯახის ეს ყველაზე პატარა ტანის ჩლიქოსანი განსაკუთრებული სილამაზითა და სინაზით გამოირჩევა. კოხტა, სწორ ფეხებზე შემდგარი მკვრივი ტანი, ლამაზი თავი, მეტად მოხდენილი ტუჩებით, დატოტილი, ზემოთ აშვერილი წვრილი რქებით და შავი ფართო თვალებით, – იგი ჩვენი ბნუების ნამდვილი მშვენებაა. როგორც ირემს, ისე შველსაც რქები მხოლოდ მამალს აქვს, რომელსაც, ამ ოჯახის ჩვეული წესით, ყოველწლიურად ნოემბერ-დეკემბერში იცვლის.
წონა: 22-30კგ.
ყურების ზომა: 12-14სმ.
კუდი რუდიმენტულია 2-3სმ
სხეულის სიგრძე 107-126სმ.
სიმაღლე ნიდაოში (ხორკა): 70-90სმ.

შველი ბინადრობს ტყის სარტყელში, უმთავრესად მეჩხერ,ნათელ ფოთლოვან ტყეებში გვხვდება.იშვიათად გვხვდება სუბალპურში. ვერტიკალურად ვრცელდება ძღვის დონიდან 2500 მეტრამდე. მცენარეული საკვებით საზროობს,უჭირს დიდ თოვლში გადაადგილება და საკვების მოპოვება. მაკეობს აგვიტო-სექტემბერში. შვილის მაკეობა თითქმის 9 თვეს გრძელდება და მაის-ივნისში შობს ერთ, ორ და ზოგჯერ სამ ნუკრს.

user posted image

user posted image

კვირიონი – European Bee-Eater – Merops apiaster

ს.27-29, ფ.ს. 44-49სმ.
ადვილად განირჩევა სხვა ფრინველებისაგან ნაირფერი ბუმბულის საფარველით. კეფა, თხემი, ფრთის ზედა მფარავები და ზურგი წაბლისფერი აქვს. მოლურჯო სხეულის ქვედა ნაწილის ფონზე თვალშისაცემია კაშკაშა ყვითელი ყელი. ნისკარტი და თვალზე გამავალი ზოლი შავია.
იკვებება მწერებით, რომელსაც ჰაერში იჭერს. ბინადრობს კოლონიურად ხევებით დასერილ გაშლილ ადგილებში, სადაც სოროს თიხიან კედლებში თხრის.
საქართველოში მობუდარია.
გამოყენებული ლტერატურა:”აღმოსავლეთ საქართველოს ფრინველები-საველე სარკვევი. NACRES, 2004, თბილისი
ძალიან კარგი “კვირიონის” ფოტოები:
http://www.juzaphoto.com/eng/galleries/mer…n_bee_eater.htm

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი

user posted image

user posted image

user posted image

ურთხელი, უთხოვარი – Taxus bacata L. – Тис
20-25(35) მ. სიმაღლის, მარადმწვანე ხეა.მაგარმერქნიანი და კარგი დეკორატიული მცენარეა.
მესამეული პერიოდის ერთ-ერთი იშვიათი რელიქტური სახეობაა. გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა ტყიან რაიონში…იზრდება დაჩრდილულ ტენიან ადგილებში, უმთავრესად წილიანებში 1500-1800 მ.ზ.დ.
გვხვდება სპორადულად პატარ-პატარა ჯგუფების სახით. ზოგან ქმნის დამოუკიდებელ კორომებს.
აღსანიშნავია ბაჭარას ხეობა (კახეთში) შემორჩენილი კორომი(800 ჰამდე), მტირალას და ნამწვავის ხევის უთხოვარიანები აჭარაში.
მრავლდება თესლით (ასევე ტოტითაც,ვეგეტაციურად), თესლსს იძლევა ძალიან გვიან 20-30, ხოლო შედარებით დაბურულ ტყეში 70-120 წლიდან.
აღმონაცენის განვითარება და საერთოდ მცენარის ზრდა ზალიან ნელია.ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელ ხედ ითვლება დედამიჭაზე, ყველაზე დიდი ეგზემპლარის დიამეტრი არის 4მ, ასაკი კი 4000 წელი.

user posted image

ქართული ზამბახი – iris iberica

user posted image

user posted image

წყლის ბუღა – Bittern – Botaurus stellaris

ს. 70-80სმ. ფ.ს. 125-135სმ.
დიდი ზომის, ყანჩასმაგვარი, ჭაობის ფრინველია.
სახელწოდება დამახასიათებელი ხმის გამო მიიღო, რომელსაც მამრი გაზაფხულზე გამოცემს ხოლმე, უმეტესად ღამით.
მოყვითალო-მოყავისფრო ბუმბულის საფარველი უხვადაა დაწინწკლული და დაზოლილი, ამდენად ფრინველი შესანისნავად ეხამება საბინადრო გარემოს. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ აღინიშნება.
ბინადრობს მდინარეების და ტბების ლელიან სანაპიროებზე, ტყიან ჭაობებში და სხვ. ჩვენში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.

მიმაგრებული სურათი

user posted image

user posted image

user posted image

მაქაონი – Papilo Machaon

მაქაონი აფროსნების წარმომადგენელია. ასეთი სახელი ოჯახსს იმიტომ ეწოდა, რომ ზოგიერთი სახეობის ქვედა ფრეთები მოგრძო გამონაზარდებით ბოლოვდება.
აფროსნები, ანუ პაპილიონიდები მიჩნეულია ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ ინდიკატორად. საქართველოსი მისი 8 წარმომადგენელი გვხვდება, მათ შორის 2 ენდემურია.
მაქაონი საკმაოდ დიდი ზომის პეპელაა – გაშლილი ფრთების სიგრზე 56-85მმ. ყვითელ ფრთებზე შავი ფერის ნახატები აქვს. ფრთების ბოლოში წითელი ფერის “თვალები” ემჩნევა, რაც ასევე გამაფრთხლებელი შეფერვის მაგალიათია.
მომხვდურის დაშინება მაქაონის მუხლუხოსაც შეუზლია. იგი საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, მწვანე სხეულზე ემჩნევა შავი ზოლები და წითელი წერტილები. თავზე აქვს ორად დატოტვილი წითელი ფერის ჯირკვალი, რომელიც რქებს მოგვაგონებს. გაღიზიანების დროს მუხლუხო მძაფრი სუნის სითხეს გამოყოფს ამ ჯირკვლებიდან.
მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, ჩრ. აფრიკაში და აზიის ზომიერ და სუბტროპიკულ ზონაში.
კავკასიაში სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტში შეიზლება ეგვხვდეს, გავრცელების ზედა ზღვარი 2500-300მეტრია ზღვის დონიდან.
მაქაონი ჩვენთან საკმაოდ მრავალრიცხოვანი სახეობაა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში საგანგებოდ იცავენ.

user posted image

user posted image

ღამის დიდი ფარშევანგთვალა – Saturnia Pyri

ამ პეპელას ჩვენში ხალხი ღამურას ეძახის. ძალიან ბევრი შიშითა და ზიზღით უყურებს ხოლმე და ამის გამო ხოცავენ კიდეც(ისევე, როგორც ნამდვილ ღამურას). სინამდვილეში კი, ღამურასთან საერთო მხოლოდ ის აქვს, რომ მას ღამეული ცხოვრების ნირი ახასიათებს,ანუ მზის ჩასვლის შემდეგაა აქტიური.
გავრცელებულიაკავკასიაში, მცირე აზიაში, ევროპაში, ჩრ. აფრიკაში, უკრაინაში და რუსეთის ევროპულ ნაწილში. ღამის დიდი ფარშევანგთვალა ევროპში ყველაზე დიდი ზომის პეპელაა, გაშლილი ფრთების სიგრძე აღწევს 160მმ. მურა-მოყავისფრო ფერის ფრთებს თეთრი არშია გასდევს, წინა ფრთებს მონაცრისფრო ნაფიფქი აქვს. თითოეული ფრთის შუაში არის მრგვალი ლაქა, რომელიც თვალს მოგვაგონებს. ეს პეპლა ტიპიური დამცავი შეფერილობის ნიმუშია, ერთდროულად გარემოსთანაც არის შეხამებული და თანაც ფრთებზე დახატული “თვალებით” კი მომხვდურ ფრინველებს აფრთხობს.
ბინადრობს მეჩხერ ხემცენარეებითა და ბუჩქებიტ დაფარულ ლანშაფტებში(ზ.დ 200 მეტრამდე). საქართველოში დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.
მუხლუხო იკვებება მრავალ მცენარით. მდედრი კვერცხებს მცენარეებზე ანაწილებს. როგორც უმეტესობა თანამოძმეებს, ღამის დიდი ფარშევანგთვალას ხუთი ასაკის ლარვა, ანუ მუხლუხო ახასიათებს. მუხლუხოები ასაკის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომითა და შეფერილობით. ახალგამოჩეკილები მუქი ყავისფრები არიან, ხოლო დიდიები კი ღია მწვანე. ჭუპრი მოშავო ყავისფერია. თუ ცივი გაზაფხული იდგა , ჭუპრის სტადიაში შეიძლება ორი ან მეტი ზამთარი გაატაროს.
ხეხილისათვის მიყენებული ზარალი არ არის მნიშვნელოვანი, ხოლო ის ესთეტიკური სიამოვნება, რასაც ღამის დიდი ფარშევანგთვალა მნახველებს ანიჭებს მართლაც განუმეორებელია.

user posted image

user posted image

user posted image

ფასკუნჯი – Egyption Vulture – Neophron percnopterus

ფასკუნჯი საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელებში ყველაზე მცირე ზომისაა. სიგრძე თავიდან კუდის ბოლომდე 60-70 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა -58-163 სმ, წონა კი-2.1 – 2.4 კგ.
ზრდასრული ფრინველი თეთრია, შავი მომქნევი ბუმბულით. ნისკარტი გრძელია და ვიწრო, კუდი რომბისებური. ყვითელი სახე მოკლებულია ბუმბულის საფარველს. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა. ზრდასრულის შეფერილობას 5 წელიწადში იღებს.
ჰაერში სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებ წვეტიანი ფრთები აქვს.
გავრცელებულია აფრიკასა (ტროპიკული ნაწილის გარდა) და ევრაზიაში. მძორით იკვებება, თუმცა მოიპოვებს რეპტილიებსაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ადამიანის მიერ წარსულში კლდეებში გამოკვეთილ გამოქვაბულებში.
საქართველოში მობუდარია…

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ფოცხვერი (Felis (lynx) lynx)
ახლო წარსულში ფოცხვერის არეალი მოიცავდა მთელს საქართველოს. ამჟამად შემორჩენილია რამოდენიმე იზოლირებული პოპულაციის სახით. ეს პოპულაციებია: ლაგოდეხის, თუშეთი-ხევსურეთის, რაჭა-სვანეთის, ბორჯომ-ბაკურიანის, ივრის ზეგანის პოპულაციები.
ძირითადად ტყის სართყლის ბინადარია.გვხვდება აგრეთვე სუბალპურ,ალპურ მდელოებზე, არიდულ და სემიარიდულ ჰაბიტატში. საქართველოში შეესაბამება კრიზიკულ საფრთხეში მყოპ კატეგორიას.
წონა18-20kg
სხეულის სიგრძე 82-105ცმ
არის მრავალი სხვადასხვა შეფერილობის
63-70 დღე გრძელდება მაკეობა.
შობს 2-3 ფოხვერს
სქესობრივ სიმწიფეს მდედრები აღწევენ 21, მამრები 33ტვის ასაკში
სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20წელი
ფოცხვერი არასდროს არ ესხმის თავის მსხვერპლს ხიდან..

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ალკუნი – Kingfisher – Alcedo attis

პატარა ზომის: სიგრძე ნისკარტის წვერიდან კუდის ბოლომდე16-17 სმ, გაშლილი ფრთების სიგრზე კი 24-26 ცმ-ია.
ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად შეფერილი ფრინველია. სხეულის ზედა ნაწილი კაშკაშა მოლურჯო-მოცისფროა,
ქვედა ნაწილში – ქარცი. ყელსა და კისრის ორივე მხარეს თეთრი ლაქები აქვს, ნისკარტი გრძელი და მოშავო.
სწრაფად და სწორხაზოვნად დაფრინავს. იკვებება წვრილი თევზით, რომელსაც წყალზე გადაკიდებული ტოტიდან უთვალთვალებს, ან წყლის თავზე ჩერდება ფრთების ხშირი ქნევით.
ბინადრობს მდინარეების და არხების გაყოლებაზე. ბუდობს სოროებში, რომელთა სიგრძე 1 მ-ს აღწევს. ჩვენში მობინადრეა.

user posted image

user posted image

user posted image

პრანწია – Lapwing – Vanellus vanellus

ს. 28-31სმ ; ფ.ს.70-76 სმ
საშუალო ზომის მენაპირე ფრინველია. ადვილად გამოსაცნობია შავ-თეთრი შეფერილობით, მოკლე ფეხებითა და გრძელი, ზემოთ აპრეხილი შავი ქოჩრით, რომელიც გამრავლების პერიოდში მამრს გრძელი აქვს ვიდრე მდედრს.
კარგი განათებისას შავი ფერის სხეულის ზედა ნაწილი მომწვანო, მეტალურ ბზინვარებას იძენს. შავი ყელი და მკერდის ზედა ნაწილი კონტრასტს ქმნის თეთრ ლოყებთან და მუცელთან, რომელსაც მონარინჯისფრო კუდის მფარავები მოსდევს.
ზამთარში ერთიანდება გუნდებად.ბინადრობს უმთავრესად ტენიან მდელოებზე.არა გამრავლების პერიოდში მისი ნახვა მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატებში შეიძლება.
საქართველოში მობუდარია.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

სვავი – Black Vulture – Aegypius monachus

ს.100-110ცმ. , ფ.ს. 250-295 სმ. წონა 7-12კგ.
ევრაზიაში გავრეცელებულ მტაცებელ ფრინველებს შორის ყველაზე დიდია. ახალგაზრდა ფრინველის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა ასაკის მატებასთან ერთად მუქი ყავისფერი ხდება.
თავი და კისერი თითქმის მთლიანად ღია ფერის ღინღლით არის დაფარული. გამონაკლისს წარმოადგენს ყელი და არე თვალის გარშემო, რომელიც შავია.
ჰაერში ორბისგან განირჩევა შედარებით გრძელი, სოლისებური კუდით, მუქი შეფერილობით და ფრთების მდგომარეობით, რომლებიც სვავს თითქმის ერთ დონეზე უჭირავს, ორბს კი ოდნავ ზემოთ აქვს აწეული.
მძორისმჭამელ ფრინველთა შორის სვავი ერთ-ერთი უიშვიათესია. ბინადრობს დაბლობში, თუმცა არც თუ იშვიათად მთაშიც გვხვდება.
ბუდეს იკეთებს ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, იშვიათად კლდეებზე. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. მარტის დასაწყისში სვავი დებს ერთ კვერცხსს. საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება, კრუხად ჯდება ორივე მშობელი რიგ-რიგობით, გამოჩეკვის შემდეგ მართვე ბუდეში სამ თვეს რჩება…
იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ერთ-ერთი უიშვიათესია მძორისმჭამელ ფრინველებს შორის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
საქართველოში მობინადრეა. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში (EN საფრთხეში მყოფი, ძალზე მცირე პოპულაცია) და საერთაშორისო წითელ ნუსხაში….

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ორბი

კლასი: ფრინველები – AVES
რიგი: შევარდნისნაირნი – Falconiformes
ოჯახი: ქორისებრნი – Acciptridae
გვარი: ორბი – Gyps
სახეობა: Gyps fulvus
ორბი მძორისმჭამელ ფრინველს წარმოადგენს. სიგრძე თავიდან კუდამდე 95-105სმ.-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 245-270 სმ.
იწონის 7-9.5კგ.
მდედრი დიდია მამრზე. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება არაა.
გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. ბინადრობს დაბლობშიც და მთაშიც, სადაც წარმოდგენილია მთა-გორიანი რელიეფი შედარებით მყარი ქანებისგან შექმნილი კლდოვანი ფლატეებით, რომლებსაც ორბი საბუდრად იყენებს.
ბუდეები როგორც წესი ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს წარმოქმნიან.
შეწყვილება იწყება იანვარში, აპრილის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს, რომელსაც ორივე მშობელი აზის მორიგეობით. საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება.
იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. მიუხედავად დიდი ზომებიას ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომელითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან, სადაც მისი ტყავი დაზიანებულია.
ცხოვრების ასეთი ნირის გამო წრმოადგენს ბუნების სანიტარს.
ორბი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც VU მოწყვლადი, სპორადულად გავრცელებული სახეობა.

დაწვრილებით საქართველოში ორბებზე და სხვა ლეშიჭამიებზე შეგიძლიათ ნახოთ აქ: 
http://www.gccw.org/index.php?lang=geo&a=activities-vultures
აი რამდენს დაფრინავენ საქართველოში დანიშნული ორბები , 4 ინდივიდს დაუმაგრდა სატელიტური გადამცემი, რისისშედეგადაც დადგინდა მათი საფრენოსნო მარშრუტები:

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

კრავიჭამია (ბატკანძერი) – Bearded Vulture – Gypaetus barbatus

კლასი: ფრინველები – AVES 
რიგი: შევარდნისნაირნი – Falconiformes
ოჯახი: ქორისებრნი – Acciptridae
გვარი: კრავიჭამია (ბატკანძერი) Gypaetus
სახეობა: Gypaetus barbatus

კრავიჭამიაც მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფში შემავალი დიდი ზომის ფრინველია, რომელიც გრძელი, ვიწრო ფრთებით და რომბისებური კუდით გამოირჩევა. ზრდასრულის თავი და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია, თუმცა იმის გამო, რომ ფრინველი რეგულარულად იღებება წითელი ფერის თიხებში, ეს ადგილები მონარინჯისფრო უხდება. ტანი და ფრთები მუქია, ზემოდან მონაცრისფრო ელფერით. ნისკარტის ორივე მხარეს შავი, წვერისმაგვარი ბუმბულის ორი კონა ეშვება. ერთი წლის ფრინველს კისერი და თავი შავი აქვს. ზრდასრულის შეფერილობას 5 წლის ასაკში ღებულობს მიეკუთვნება.
ის გრძელი მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, იწონის 5-6 კგ-ს. მდედრი შედარებით დიდია მამრზე.
გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. ბინადრობს სუბალპურსა და ალპურ ზონაში. ბუდეებს იკეთებს კლდოვან ფლატეებზე ტყის მცენარეულობის ზოლში. იშვიათად (როგორც ჩანს საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებშიც გვხვდება.
გამრავლებას ზამთარში იწყებს. მდედრი ორ კვერცხს დებს, თუმცა გამოჩეკილი მართვეებიდან ზრედასრულობას მხოლოდ ერთი აღწევს. საინკუბაციო პერიოდი 55-60 დღე გრძელდება. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველის ძირითად საკვებს ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია. უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს.
საუკუნის დასაწყისში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე.
კრავიჭამია შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი

სვანეთის ფლორაზე ის შემიძლია ვთქვა რომ, გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით, სადღაც წავიკითხე რომ თურმე უამრავი იშვიათი ჯიშის ყვავილი თუ მცენარე ყვავის…აუ რა ლამაზია ალპური ყვავილები…ვერ ვიტან უზარმაზარ ჰოლანდიური ყვავილებს, მირჩევნია მილიოჯერ ალპური მდელოს ნაზი ყვავილები.

user posted image

user posted image

user posted image

ქურციკი – ჯეირანი – Gazella subgutturosa 
რიგი: წყვილჩლიქიანისნაირნი
ოჯახი: ღრურქიანისებრნი
ქვეოჯახი: ანტილოპისებრნი
გვარი: ქურციკი ანუ გარეთხა
საქართველოში მობინადრე სახე:ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი – Gazella subgutturosa Guldenstaedt, 1780.
ქურციკი მომცრო ზომის ცხოველია, სიმაღლე ნიადაოში: 60-80ცმ, სიგრზე 90 – 115სმ, წონა კი -18-33კგ.
მას საკმაოდ გრძელი კუდი 15-20სმ აქვს; რქები მხოლოდ მამრებს ამშვენებთ 25-43სმ; იშვიათად მდედრებსაც ააქვთ 5სმ.
მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9, მამრები 18 თვის ასაკში.
მაკეობის ხანგრძლივობა 5-6 თვეა. ბადებს 1-2, იშვიათად 3-4 ლიკლიკას; რომლებიც ძუძუს წოვენ 4-5 თვის განმავლობაში
სიცოცხლის ხანგრზლივობა 10-12 წელია.
ქურციკები ზაფხულოიბით გაერთიანებული არიან ოჯახურ ჯგუფებად 10-15 ინდივიდი, ზამთარში კი ქმნიან დიდ ფარებს,რამდენიმე ასეული ინდივიდი.
100 წლის წინ საქართველოში ქურციკი გავრცელებული იყო თბილისის და რუსთის მიდამოებში არსებული ველები, გარეჯის “უდაბნო”, გარდაბნისა და დედოფლის წყაროს რაიონები. ურბანიზააციის ინტენსიურმა პროცესმა, ჭარბმა გადაძოვებამ ქურციკის საკვები ბაზის შემცირება და ამ ცხოველის რიცხოვნების შემცირება გამოიწვია, რასაც შემდგომ დაემატა
ბრაკონიერობა და უკონტროლო ნადირობა და ქურციკი გადაშენდა საქართველოში, იყო პერიოდი როდესაც ის შემოდიოდა აზარბაიჯანიდან, მაგრამ უკან გაქცევას, ან აქ დამკვიდრებას ვეღარ ასწრებდა ხოლმე. საბოლოოდ არმოჩნდა რომ ქურციკის წითელ წიგში შეტანა სტატუსით: “გადაშენებულია საქართველოში” უფრო იაფი აღმოჩნდა ვიდრე მისი დაცვა და რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება.
დღეს კი ქურციკის აღდგენა (თუ საერთოდ დაინტერესდა ვინმე ამ პრობლემით) დიდ სახსრებს, დროსა და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. თანაც ამ ძალისხმევას შედეგი იმ შემთხვევაში ექნება , თუ ე.წ. “მონადირეები”ს (ბრაკონიერები მყავს მხედველობაში) ქეიფისა და სადღერგძელოს გარეშეც გაახსენდებათ თავის ქვეყანა!!!
დღეისათვის ქურციკის აღდგენის ერთერთ საუკეთესო ადგილია ვაშლოვანის ეროვნული პარკი.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქურციკის უახლოესი ძლიერი პოპულაცია(შირვანის ნაკრძალში,6000ინივიდამდე) თითქმის 700 კმ-თია დაცილებული საქართველოს საზღვარს ამიტომ ,
ამ ეტაპზესაქართველოში ქურციკის აღდგენის ორი მეთოდი შეიძლება განიხილებოდეს ტრანსლცირების(ცხოველის დაჭერა იქ სადაც ბევრია და გადაყვანა ..) მაგრამ ამ დროს ცხოველებს მშობლიურ ადგილებში დაბრუნების გადაულახავი სურვილი უჩნდებათ, რის გამოც ახალ ადგილზე მათი დაკავებია ზნელი მაგრამ განხორციელებადია
და მეორე რეინტროდუცირება(ცხოველის გამრავლება ტყვეობაში და შემდეგ გაშვება…) აქ ტყვეობაში გაზრდილმა ცხოველებმა ველურ პირობებთან შეგუება უნდა შეძლონ, მტაცებლებთან და უცხო ადამიანებებთან მიმართებაში…
ტრანსლცირების მეთოდის დროს საჭიროა რომ ინდივიდები 2თვე მაინც გვყავდეს ტყვეობაში,რათა შეეჩვიოს ახალ ტერიტორიას და აღსანიშნავია სიცოცხლისუნარიანია ჯგუფი რომელიც შედგება დაახლოებით 45 ინდივიდისგან(პერიოდულად იყოფა ქვეჯგუფად 15-მდე ინდივიდი 5მამრი 10 მდედრი)
მეორე რეინტროდუცირების მეთოდის დროს კი შეიძლება 15 ინდივიდიანი ჯგუფითაც დაიწყოს,რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება…
რაც სეეხება გადამცემებს პირველ ეტაპზე რაც მეტ ინდივიდს ექნება გადამცემი მით უკეტესი..
ინდივიდების ბუნებაში გასაშვებად ვაშლოვანსი საუკეტესო თვეა მაისი რადგან ამ პეროოდში მეცხვარეებს (შირაქის საზოვრებიდან) ცხვარი მთღაში გადაყავტ და ცხვარს მიყვება მგლები,ადგილზე კი რშება მგლების 10%(ადგილობრივები )

user posted image

ჯიქი – ლეოპარდი – Panthera pardus
მეოცე საუკუნის დასაწყისითვის ჯიქის საცხოვრებელი არეალი მოიცავდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ჯავახეთის ზეგნისა და სამხრეაღმოსავლეთ საქართველოს გამოკლებით.
ნატურალისტები და ზოოლოგები მე-20 საუკუნის დასაწყისშივე აღნიშნავდნენ, რომ ეს სახეობა, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია კავკასიაში. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე, სოფელ წნელთან იქნა მოკლული. მას მერე საქართველოში ლეოპარდის არსებობის სარწმუნო ცნობები აღარ მოგვეპოვებოდა. თუმცა, 90-იან წლებში მოგროვდა რამდენიმე ზეპირსიტყვიერი გადმოცემა “დიდი კატის მაგვარი ცხოველის” ხევსურეთში არსებობის შესახებ.
ითვლებოდა რომ ჯიქი მხოლოდ დიდი კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის გვერდითა ქედებზე – პირიქითა ხევსურეთში , თუშეთში და სპეროზას მთაზე. 2003წლის ნოემბერში მისი კვალი ნაპოვნი იყო ვაშლოვანის ნაკრძალში, ხოლო 2004 წლის აპრილში ამავე ნაკრძალში დაფიქსირებულ იქნა ფოტოხაფანგის საშუალებით.
ზემოთთქმულის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ http://www.nacres.org/g_leopardi.html
http://www.nacres.org/g_pr1.html
ლეოპარდის ევრიტროპული სახეობაა. ჩვენთან ბინადრობდა კოლხეთის ჭარბტენიან ჰაბიტატებში, ჭალის ტყეებში, ზოგადად ტყის სარტყელში, სუბალპურ ალპურ და სუბნივალურ სარტყელებში. შემორჩენილია ძნელად მისაღწევ კლდოვან ადგილებში.
საქართველოს წითელ ნუსხაში ჯიქი შეტანილია როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობა.

user posted image

მიმაგრებული სურათი

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s